logo_geo
რეალური მიზეზები, რატომ ქრება მამაკაცი ქალის ცხოვრებიდან...
- +

26 აპრილი. 2017. 00:10


თუ წინა კვირას პაემანზე იყავი და მას შემდეგ ყოველი SMS-ის მიღებაზე გული უშედეგოდ გიჩქარდება, ის კი არსად ჩანს, აუცილებლად ჩვენი სტატია უნდა წაიკითხო!


ირკვევა, რომ საუბრის მოულოდნელი შეწყვეტა მილენიუმის თაობის (80-იანების შემდეგ დაბადებული თაობები) ფენომენია - ადამიანები ასე იქცევიან, სანამ მეორე მხარე აგრძნობინებს, რომ მათთან კონტატქი აღარ სურს. იგივე ხდება მამაკაცების შემთხვევაშიც: მათი მხრიდან ცივი დამოკიდებულება გარკვეულწილად უარყოფის კომპლექსს უკავშირდება - როდესაც ფიქრობენ, რომ სათანადო ყურადღება არ მიაქციე, მიაჩნიათ, რომ მათი პიროვნებით დაინტერესებული არ ხარ და შენთან საუბარს, ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ზოგიერთი მამაკაცი ასეთ დროს ქალის მხრიდან წამოსულ ინიციატივას ენთუზიაზმით პასუხობს, თუმცა თავად SMS-ის გაგზავნისგანაც კი თავს იკავებს.


1. როგორც ჩანს, მამაკაცებს უჭირთ, ურთიერთობა ისეთ ქალთან გააბან, რომელიც ყველა სახის ინიციატივას მათგან ელოდება. ასეთი კომუნიკაცია ერთგვარად რუტინას ემსგავსება - ქალები ცდილობენ, დისტანცია შეინარჩუნონ და ამით უფრო „საინტერესოები" გამოჩდნენ, თუმცა ბევრ მამაკაცს სულაც არ აქვს იმის უნარი, ყოველ ჯერზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გადალახოს და პირველმა მოგწეროს ან დაგირეკოს - ცხადია, ურთიერთობის საწყის ეტაპს ვგულისხმობთ.

 

2. ურთიერთობის დამანგრეველი ხშირად ცალმხრივი დიალოგებიც ხდება ხოლმე. ქალებს უყვართ ემოციების გაზიარება და საკუთარ გამოცდილებებზე საუბარი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თუ მეორე მხარისადმი სიმპათიით ხარ განწყობილი, მისი ცხოვრებითაც უნდა დაინტერესდე და მხოლოდ საკუთარ თავზე არ ილაპარაკო. ასევე, უამრავი ისეთი თემა არსებობს, რისთვისაც მეგობარი გოგონები არსებობენ - საჭირო არ არის, მამაკაცს შოპინგზე და შენს ყოველკვირეულ სილამაზის პროცედურებზე ყველაფერი დაწვრილებით უამბო. მოკლედ, თუ გსურს, ადამიანების ნდობა დაიმსახურო, აუცილებლად უნდა დაუთმო დრო და მათაც მოუსმინო!

 

3. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს, რის გამოც მამაკაცები ქალებს „გაურბიან" - ეს უინტერესო საუბრებია. გვერწმუნე, ემოჯის გალერეა მამაკაცებისაც დაუთვალიერებიათ! ასე რომ, მასთან მესიჯობისას მხოლოდ სიმბოლოებით ნუ შემოიფარგლები. თუ პასუხებს ზედმეტად მოკლედ - მაგალითად, ერთი სიტყვით მიწერ, შეიძლება იფიქროს, რომ მასთან კონტაქტი უბრალოდ არ გაინტერესებს და ცდილობ, ამის შესახებ ზრდილობიანად აგრძნობინო.


4. და ბოლოს, არსებობს ერთი მთავარი მიზეზი და მას ცალმხრივი სიმპათია ჰქვია! ეს ფაქტია, რომელსაც უბრალოდ თვალებში უნდა ჩავხედოთ და თავი ილუზიებით არასოდეს გამოვიჭედოთ. თანაც, ამის გამო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკომპლექსდე, ყველაზე ლამაზი ქალიც კი შეიძლება ვიღაცისთვის არასასურველი იყოს, ისევე, როგორც ყველაზე სიმპათიური მამაკაცი! გახსოვდეს: ცხოვრება გრძელდება და წინ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გელოდება!

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი