logo_geo
5 პროცედურა, რომელიც სახის კანისთვის მავნებელია
- +

26 აპრილი. 2017. 00:11


პროცედურები, რომლებსაც სახის კანზე იტარებთ, მასზე უდიდეს გავლენას ახდენს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ გამოიყურებით და რა მდგომარეობაშია კანი.


ზოგიერთმა ქმედებამ შეიძლება დააზიანოს კანი და პრობლემები შეგექმნათ. გთავაზობთ 5 შეცდომას, რომლებსაც ქალები სახის კანის მოვლის დროს უშვებენ.


1. იყენებთ სახის წმენდისთვის ისეთ საშუალებებს, რომლებიც რეალურად ვნებს მას - სახის წმენდის ზოგიერთი საშუალება შეიცავს ბუნებრივ ზეთს დიდი რაოდენობით. ამიტომ მათი გამოყენება არ შეიძლება. კანი ასეთ დროს იზიდავს ბაქტერიებს . ამიტომ უნდა გამოიყენოთ ისეთი გამწმენდი საშუალებები, რომლებიც ზეთს დიდი რაოდენობით არ შეიცავს და კანს დაატენიანებს.


2. იყენებთ სკრაბებს, რომლებიც იწვევს კანის აქერცვლას - არ შეიძლება ასეთი სკრაბების ყოველდღიური მოხმარება, რადგანაც ის კანს აშრობს და იწვევს აქერცვლას. აზიანებს კანის გარე ფენას.


3. მაკიაჟის მოშორების შემდეგ სახეს არ იბანთ - გამწმენდი ზეთები, ბალზამები და მაკიაჟის მოსაშორებელი სხვა საშუალებები მაკიაჟს კარგად აშორებენ, მაგრამ ისინი კანზე კვალს აუცილებლად ტოვებენ. მას შემდეგ რაც გაიწმენდთ სახეს, აუცილებლად დაიბანეთ თბილი წყლით.


4. იყენებთ მზისგან დამცავ კრემს დიდი რაოდენობით - ყველამ იცის, რომ გარეთ გასვლა მზისგან დამცავი კრემის გარეშე არ შეიძლება, მაგრამ ზოგჯერ მას დიდი რაოდენობით ისვამენ და რაც არ შეიძლება.


5. კანზე გრჩებათ მაკიაჟის ნარჩენები და ჭუჭყი - უნდა გამოიყენოთ ისეთი გამწმენდი, რომელიც საფუძვლიანად მოაშორებს კანს ნარჩენებს და ჭუჭყს.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი