logo_geo
საუკეთესო და ყველაზე პოპულარული „სელფის“ საიდუმლო - მეცნიერების დასკვნა
- +

26 აპრილი. 2017. 01:25

 

 

16-დან 25 წლამდე ასაკის ქალები კვირაში 5 საათის განმავლობაში „სელფებს“ იღებენ. ეს იმიტომ, რომ ისინი ყოველ ჯერზე ცდილობენ იმდენჯერ გადაიღონ ფოტო, სანამ ისეთი არ გამოვა, როგორიც სურთ - ამას დიდი დრო მიაქვს.

 

რა აქცევს „სელფს“ სრულყოფილად? - სრულყოფილი „სელფის“ გადაღება აბსოლუტურად ინდივიდუალურია და ეს დამოკიდებულია იმაზე თუ სახის რომელი მხარე აქვს ფოტოზე აღბეჭდილ ადამიანს უფრო ლამაზი - მარჯვენა, მარცხენა, თუ წინხედი (მთლიანი სახე).

 

ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა საკითხთან დაკავშირებით ჩაატარეს კვლევა. მათ სურდათ გაერკვიათ, ადამიანების უმეტესობა სახის რომელ ნაწილს თვლის უფრო მომხიბვლელს.

 

როგორც კვლევამ აჩვენა, უმეტესობა „სელფში“ სახის მარცხენა ნაწილს აჩენს.

 

კვლევაში ჩართული იყო 200 მონაწილე (100 ქალი და 100 მამაკაცი). მკვლევარებმა მათი instagram-ის გვერდებიდან აიღეს 10-10 „სელფი“ და საბოლოო ჯამში 2 000 სელფი“ შეისწავლეს.

 

კვლევაში ჩართული ადამიანების 41% „სელფში“ თავისი სახის მარცხენა ნაწილს აჩენდა, 31,5%-ის საყვარელი მხარე მარჯვენა აღმოჩნდა, 19,5% კი „სელფში“ მთლიანი სახის გამოჩენას ანიჭებდა უპირატესობას.

 

რატომ ანიჭებს ადამიანთა უმეტესობა უპირატოსებას „სელფში“ სახის მარცხენა მხარის გამოჩენას? – „ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახის მარცხენა მხარის ემოციური გამომხატველობა უფრო მაღალია, ვიდრე მარჯვენა მხარის“, - წერს მკვლევარი ანუკა ქეი ლინდელი. მისი განმარტებით, ეს იმიტომ, რომ სახის მარცხენა მხარე კონტროლდება ტვინის იმ ნაწილით, რომელზეც ადამიანის ემოციებია დამოკიდებული.

 

 

წყარო trend.ge

 

 

 

big_banner
არქივი