logo_geo
ხინკლისა და პელმენების იდეალური ცომის საიდმულო შეფ-მზარეულებისგან
- +

26 აპრილი. 2017. 13:10



როგორ მოვამზადოთ იდეალური ცომი პელმენებისა და ხინკლისთვის და რა უნდა ვიცოდით ცომის მოზელვისას აუცილებლად. იხილეთ რჩევები და რეცეპტი.


ინგრედიენტები

ფქვილი - 2 ჭიქა (შესაძლოა, მეტიც დაგჭირდეთ)

კვერცხი - 1 ცალი

გაყინული წყალი - 100 მლ

მარილი - 1 ჩ/კ


მომზადების წესი:

გაცერით ფქვილი. კვერცხი ათქვიფეთ წყალსა და მარილთან ერთად და თანდათანობით შეურიეთ ფქვილი (და არა პირიქით).

მოზილეთ ცომი და შეახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში, შედეთ მაცივარში 2-3 საათით.

სიცივე ცომს ერთგვაროვანსა და ელასტიკურს გახდის, შესაბამისად კი იდეალური იქნება ხარშვისას.

გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, 30 წუთი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ გააბრტყელეთ..



 

big_banner
არქივი