logo_geo
256 წლის მამაკაცმა სიკვდილის წინ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო გაამხილა
- +

27 აპრილი. 2017. 13:25



ყველა ცოცხალ ადამიანს სურს იცოცხლოს მინიმუმ ერთი საუკუნე, მაგრამ ლი ჩინგ-იუნმა იცოცხლა 256 წელი და რეკორდიც დაამყარა!


ეს არ არის ზღაპარი, ეს ამბავი გამოძიებულ იქნა მეცნიერების მიერ და დიდი ხნის მანძილზე იბეჭდებოდა სხვადასხვა პოპულარულ ჟურნალებში. „The New York Times"-ის სტატიაში, რომელიც დაიწერა 1930 წელს, ამბობდნენ იმას, რომ უნივერსიტეტის პროფესორმა ჩენგუ ვუ ჩუნგ-ზემ აღმოაჩინა ჩინეთის იპერიის ჩანაწერები, სადაც ლი ჩინგ-იუნს ულოცავენ 150-ე წლისთავს, ასევე 1877 წელს - 200 წლისთავს.


1928 წელს, „The New York Times"-ის ჟურნალისტი წერს, რომ მოხუცების უმრავლესობა, რომლებიც ცხოვრობენ ლის მეზობლად, იხსენებენ საკუთარ პატარაობას, იმ დროისთვის ლი ზრდასრული მამაკაცი იყო.


ლი ბალახებით მკურნალი ექიმი იყო.



10 წლის განმავლობაში იგი მოგზაურობდა მთებში, სწორედ ამ ფაქტს ასახელებდა ერთ-ერთ მთავარ საიდუმლოდ მისი ხანგრძლივი ცხოვრებისა. თითქმის 40 წლის განმავლობაში მცენარეულ დიეტაზე იყო, მიირთმევდა მხოლოდ მწვანილს, კენკრას და სხვა მცენარეებს. 1749 წელს, 71 წლის ასაკში შეუერთდა ჩინეთის არმიას, როგორც საბრძოლო ხელოვნების პედაგოგი. ლი იყო უნივერსალური ადამიანი, 23-ჯერ დაქორწინდა და 200-ზე მეტჯერ გახდა მამა.


ლის პროვინციაში მცხოვრებლების ისტორიებიდან ვიგებთ, რომ ლის ადრეულ ბავშვობაშივე შეეძლო წერა და კითხვა, როდესაც 10 წლის იყო, მცენარეების შესაგროვებლად დამოუკიდებლად დადიოდა სხვადასხვა ადგილებში: განსუში, ტიბეტში, სიამში და მანჯურიაში.


პირველი ასი წლის განმავლობაში იგი აგროვებდა და ყიდდა სხვადასხვა ბალახებს. შემდეგ მან დაიწყო სხვების მიერ შეგროვებული მცენარეების გაყიდვაც. ამავდროულად ცხოვრობდა დიეტის სრული დაცვით, მიირთმევდა მწვანილს და ბრინჯის ღვინოს.


ის არ იყო ერთადერთი

ლის ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, ერთ დღეს ის შეხვდა ადამიანს, რომელიც 500 წელზე მეტხანს ცხოვრობდა. სწორედ მან ასწავლა ის წვრთნები და ვარჯიშები, რომლებსაც შემდგომში იყენებდა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.


სიკვდილის წინ, ლიმ განაცხადა მისი ცნობილი ფრაზა:

 

მე ყველაფერი გავაკეთე, რაც კი გასაკეთებელია ამ სამყაროში. მე სახლში მივდივარ".


შეიძლება თუ არა, ეს სიტყვები იყოს ის საიდუმლო, რომელსაც ლი ინახავდა? საინტერესო ის არის, რომ ჩვენ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ვცდილობთ გავუმკლავდეთ ასაკს სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური ინფრაწითელი მოწყობილობებით და ყველაზე თანამედროვე მედიკამენტებით.


აი მისი დღეგრძელობის საიდუმლო:


მას შემდეგ, რაც ლის ჰკითხეს, თუ რა იყო საიდუმლო მისი დღეგრძელობისა, მან განაცხადა:

 

შეინარჩუნეთ გულის სიმშვიდე, იჯექით ისე, როგორც კუ, იარეთ ისე, როგორც მტრედი და იძინეთ ისე, როგორც მოხუცი ძაღლი".


ლი ამტკიცებდა, რომ შინაგანი მშვიდობა და სიმშვიდე, იდეალურია. ხშირად ამტკიცებდა, რომ სწორი კვება ერთ-ერთი მთავარია სიცოცხლეში.


რატომ არის ასე ძნელი დასაჯერებელი?


თითქოს დაუჯერებელია, რომ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 100 წელია, მაგრამ ის, რომ ადამიანი  ცხოვრობს 200-ზე მეტს, ზოგადად ძალიან რთული წარმოსადგენია. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობენ სხვადასხვა ტიპის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა ცხოვრების წესით. სუნთქავენ დაბინძურებულ ჰაერს, ისინი ჭამენ მრავალ არაჯანსაღ საკვებს. ზოგნი კი არ ჭამენ ცხიმიან ხორცს, ტკბილ დესერტებს და გემოდიფიცირებულ საკვებს. არ ეწევიან, არ მოიხმარენ ალკოჰოლს. მათი საკვები რაციონი არის სრულიად ჯანსაღი და ნატურალური. ისინი ასევე ატარებენ თავისუფალ დროს ბუნებაში, სუნთქავენ სხვადასხვა ტექნიკის საშუალებით, რომ გაუმჯობესდეს მათი გონებრივი მდგომარეობა, ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობა. თუ მივხედავთ ჩვენს თავს და შესაბამისად მოვუვლით, ყველაფერი ნორმალურად იქნება.


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი