logo_geo
10 აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობისას დაგჭირდებათ
- +

28 აპრილი. 2017. 20:53


 

Google-მა ახალი და ძალიან საინტერესო ფუნქცია გააცნო საზოგადოებას: „Destinations on Google". ძებნის ახალი ფუნქცია მხოლოდ ტელეფონებისთვისაა და ერთგვარი ციფრული ტურისტული აგენტია, რომელიც დაგეხმარებათ უამრავი ქვეყნიდან შეარჩიოთ თუ სად (და როდის) სჯობს მოგზაურობა, გააერთიანებს რამდენიმე მიმართულებას ერთ საოცნებო მარშრუტად და ამასთან, შეძლებთ თავად შეარჩიოთ თანხის სასურველი ზღვრები, რომ ბიუჯეტს ძალიან არ ასცდეთ.

იმისათვის, რომ გუგლის ეს ფუნქცია გამოიყენოთ, აუცილებელია ინგლისურ ენაზე ძებნისას გამოიყენოთ სიტყვა Destination ან Vacation. მაგალითად, Europe Destinations გუგლი თავად შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ ან თქვენი ინტერესების მიხედვით შერჩეულ მიმართულებას და იქვე გიჩვენებთ სხვა თარიღებზე უფრო დაბალ ფასებს.


Google მოგზაურობისთვის:

 

​​1.Google Maps - როგორ უნდა იპოვო სასურველი ადგილი, ქვეყანა, ქალაქი თუ არა გუგლის რუკის დახმარებით? გადაადგილება რომ დაგჭირდებათ, მასზე უკეთ ვინ მოძებნის საზოგადოებრივი ტრანსპორტს? მოკლედ, შეუცვლელი აპლიკაცია.

2.Google Translate - ადგილობრივი ენის არცოდნა არცოდვაა, მაგრამ თუ რამის თარგმნა დაგჭირდებათ გუგლ თრანსლითი დაგეხმარებათ ამასთან, ყველას გაუხარდება „გამარჯობას" ან "მადლობას" თუ ეტყვით მათ ენაზე.


ინფორმაციის მოსაძიებლად:

3. TripIt - ჩემნაირი დაბნეულებისთვის გამოგონილი აპლიკაციაა, რომელიც ერთ ადგილას მოუყრის თავს თქვენს ყველა სამოგზაურო "საბუთს". აპი თქვენს მეილს უკავშირდება, მოგზაურობასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს კრებს და ორგანიზებას უკეთებს.

4. Stay.com - რუკები და კონკრეტული ქალაქების შესახებ ინფორმაცია. თუ უცხო ქალაქში ჩადიხართ და ქალაქში გადაადგილებისას ინტერნეტი არ გექნებათ, შეგიძლიათ სტაყ.ცომ-დან ოფფლინე რუკა გადმოწეროთ და ისარგებლოთ.

5. iCampSites - ამ სიაში პირველი ფასიანი, მაგრამ კემპერებისთვის ძალიან გამოსადეგი აპლიკაციაა. ის მოიცავს კემპინგის ადგილების შეფასებებს, შესაბამისად წინასწარ შეძლებთ განსაზღვროთ რამდენად საშიში ან უსაფრთხოა ამა თუ იმ უცხო ადგილზე კარვის გაშლა.

6. App in the Air - თუ ჩემსავით თვითმფრინავში ეკრანს აშტერდებით, რომ შეამოწმოთ სად ხართ ახლა, რის თავზე მიფრინავთ და როდის ჩახვალთ დანიშნულების ადგილას, ეს აპი ნამდვილად გამოგადგებათ. აპლიკაცია ინტერნეტის გარეშეც წარმატებულად მუშაობს და ისეთი ავიაკომპანიით მგზავრობისას, სადაც ფრენის ჩვენება არ ხდება, ნამდვილად კარგად გამოიყენებთ.

7. Wi-Fi Finder - უფასო ინტერნეტი, ის რასაც გამუდმებით ვეძებთ მოგზაურობისას. აპლიკაცია გიჩვენებთ არამხოლოდ სახელებს, არამედ ვაიფაის ლოკაციასაც, რაც მაგალითად, ნამდვილად გაგიმარტივებთ ორ კაფეს შორის არჩევანის გაკეთებას, როცა სადმე საჭმელად შესვლას გადაწყვეტთ.


ავტომობილით მოგზაურთათვის:

8. Gasbuddy - აპლიკაცია გიჩვენებთ უახლოეს ბენზინგასამართ სადგურებს და მათთან მისასვლელ გზას. ფილტრაცია ძალიან მარტივია ადგილის და თანხის მიხედვითაც კი. ასე რომ, თუ რამდენიმე დაზოგვა შეიძლება ორიოდე ზედმეტი მეტრის გავლის ხარჯზე, Gasbuddy აუცილებლად გაცნონებთ ამას.

9. AA Parking - პარკინგის ფასები და ადგილის მოძიება საკმაოდ რთული საკითხი, თუ მანქანით მოგზაურობთ და მისი გადაჭრა AA პარკინგის დახმარებით შეიძლება. სამწუხაროდ, ამჟამად აპლიკაცია მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობისას გამოგადგებათ.

10. Roadtrippers - მონიშნეთ აპლიკაციაში საიდან სად მიდიხართ და ის გიჩვენებთ, თუ სად სჯობს შეჩერდეთ და რა ნახოთ: მუზეუმები, რესტორნები, კემპინგის ადგილები, გასართობი პარკები და ა.შ. ერთადაა თავმოყრილი როუდთრიფერსში.


 

big_banner
არქივი