logo_geo
ჩერნობილი ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ
- +

28 აპრილი. 2017. 21:44



26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფიდან 30 წელი გადის. გთავაზობთ ჩერნობილში დღეისათვის არსებული ვითარების ამსახველ ფოტოებს ევროპის პრესფოტო სააგენტოს მასალებზე დაყრდნობით.


მართალია, რადიაციის დონე ჩენრობილის ატომური ელექტროსადგურის შემოგარენში კვლავ მაღალია, თუმცა იქ სიცოცხლე ნელ-ნელა ბრუნდება. ეპა-ს ცნობით, ატომურის ელექტროსადგური სიახლოვეს მდებარე სოფლებში ახლა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. ფლორა და ფაუნა ცოცხალია და რეაქტორიდან 37 კილომეტრის მოშორებით ფერმაც მუშაობს. ფერმაში 260 ცხენი და 55 ძროხა ცხოვრობს.


გასართობი პარკი კატასტროფის ზონის სიახლოვეს

 

 

ცხენები ფერმიდან

 

 

გასართობი პარკი კატასტროფის ზონის სიახლოვეს

 

 

ყოფილი საბავშვო ბაღი კატასტროფის ზონიდან


 

საცხოვრებელი კორპუსი კატასტროფის ზონიდან


 

ფერმერი


ყოფილი საბავშვო ბაღი

 

ლოქო კატასტროფის ზონიდან

 

 

 

1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა, რეაქტორზე მომუშავე 2 სპეციალისტი ადგილზევე დაიღუპა, სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ათასობით ადამიანმა კი რადიაციციული დასხივება სასიკვდილო დოზით მიიღო. რეაქტორის გარშემო 30 -კილომენტრიანი პერიმეტრი კატასტროფის ზონად გამოცხადდა, მიმდებარე სოფლებიდან და ქალაქ პრიპიატიდან 200 ათასზე მეტი ადამიანი სასწრაფო ევაკუაციის წესით გაიყვანეს. რადიაციული ღრუბელი გავრცელდა ევროპის ქვეყნებშიც, რადიაციული ფონის მომატება შეინიშნებოდა დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი