logo_geo
9 ნიშანი - თუ მამაკაცი ასე იქცევა, ის აუცილებლად გულს გატკენთ!
- +

28 აპრილი. 2017. 23:39


 

როდესაც ვინმესთან სასიყვარულო ურთიერთობას იწყებთ, წინასწარ არასოდეს იცით, როგორ განვითარდება მოვლენები. როცა შეყვარებული ხართ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უყურებთ და ვერ ამჩნევთ ისეთ მნშვნელოვან რაღაცებს, რაც შეიძლება დამღუპველი იყოს ურთიერთობისთვის. ამ დროს გსურთ მამაკაცის მხოლოდ დადებითი მხარეები დაინახოთ და შეუმჩნეველი გრჩებათ ის, რამაც შესაძლოა მომავალში გული გატკინოთ.


ფრთხილად იყავით! - თუ მამაკაცი, რომელსაც ხვდებით ქვემოთ ჩამოთვლილ 9 ნიშანს ავლენს, დიდი შანსია, რომ ის გულს გატკენთ...


1. ის არ გიწოდებთ შეყვარებულს - თუ არ გიწოდებთ შეყვარებულს, ე.ი ასე არც გთვლით, მისთვის არაფერს წარმოადგენთ. ეს მარტივია.

 

2. მას არ სურს თქვენი ოჯახის წევრების გაცნობა - არასოდეს იჩენს ინიციატივას, გაიცნოს თქვენი ოჯახის წევრები. ეს იმიტომ რომ არ აპირებს თავისი ცხოვრების თქვენთან დაკავშირებას. შეყვარებული მამაკცი ასე არ იქცევა. ამიტომ ფრთხილად! ნუ მისცემთ მას გულის ტკენის უფლებას;

 

3. თქვენთან ერთად გეგმებს არ აწყობს - თუ თქვენთან ერთად არაფერს არ გეგმავს. შაბათ-კვირასაც კი, ეს იმიტომ რომ მისთვის პრიორიტეტი არ ხართ.


4. გეუბნებათ, რომ მზად არ არის ურთიერთობისთვის - თუ მამაკაცი გეუბნებათ, რომ ურთიერთობისთვის მზად არ არის, დაუჯერეთ მას. თუ ბიჭი გეუბნებათ რომ თქვენთვის ცუდი ამბავი აქვს, ეს ის შემთხვევაა, როცა უნდა დაუჯეროთ.


5. ის ისევ ახსენებს თავის ყოფილებს - თუ ბიჭი თავის ყოფილებს ჯერ კიდევ სიყვარულით ახსენებს, ეს ცუდი ნიშანია. მოსალოდნელია, ის გაიქცეს და ისევ რომელიმე მათგანს დაუბრუნდეს.


6. იქცევა არაბუნებრივად, ფანტაზიორობს - თუ აპრილში იწყებს საუბარს შობაზე, ცდილობს არასერიოზული თმეებით თაბრუ დაგახვიოთ, ნუ წამოეგებით ამ ხრიკებს, ის თაღლითია. ნუ გასულელდებით მისი ტყუილებით.


7. მალავს ტელეფონს - თუ ტელეფონს მალავს, ნამდვილად წითელი შუქია ანთებული. ასევე, თუ თქვენთან ყოფნის დროს გამუდმებით ტელეფონს ჩასცქერის, ცუდის ნიშანია. იცოდეთ, თქვენ მისთვის „ფეისბუქზე" მნიშვნელოვანი უნდა იყოთ

 

8. უჭირს თქვენთან საუბარი - თუ ის არ საუბრობს თქვენთან პრობლემებზე, ზოგადად არ არის გახსნილი, არ განიხილავს ინტიმურ საკითხებს, ცუდის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ მისთვის არ ხართ იმდენად მნიშვნელოვანი, რომ პირადი თემები განიხილოს.


9. ის თქვენს გარდა სხვასაც ხვდება - ზოგჯერ ქალბატონებმა იციან, რომ მამაკაცი ვისაც ხვდებიან, სხვა ქალბატონსაც ხვდება. ეს სიგიჟია და ასე მხოლოდ სულელები იქცევიან. ჭკვიანი ქალი ასეთ კომპრომისზე არ წავა. ქალი, რომელიც ასე იქცევა, აუცილებლად რჩება გულნატკენი.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი