logo_geo
ულამაზესი სანახაობა - გლიცინიას ფესტივალი იაპონიაში
- +

29 აპრილი. 2017. 01:35



გაზაფხული იაპონიაში ყველაზე მაგიური სეზონია. მხოლოდ იმიტომ არა, რომ გაზაფხულზე იაპონიაში საკურა ყვავის, არამედ იმიტომაც, რომ გაზაფხულზე იაპონიაში გლიცინიას ფესტივალი იმართება. ეს არის სანახაობა, რომელიც სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა იხილოთ.


აშიკაგას ყვავილების პარკი იაპონიის ერთ-ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა. იგი ტოკიოდან 2 საათის სავალ გზაზე მდებარეობს და სწორედ ეს პარკი არის ფესტივალის მასპინძელი. პარკში გლიცინიას 350 ხეა და ისინი აშიკაგას ულამაზესი ფერებით ავსებენ წლიდან წლამდე. ვიზიტორებს ასევე შეუძლიათ გაიარონ 80 მეტრის სიგრძის გვირაბში, რომლებიც უნიკალური თეთრი გლიცინიების ყვავილებით არის შექმნილი, აშიკაგაში ზოგიერთი გლიცინია 150 წლისაა.


გლიცინიას ფესტივალი იაპონიაში 15 აპრილს იწყება და მაისის ბოლომდე გასტანს, CNN-მა 2014 წელს აშიკაგას პარკი „საოცნებო დანიშნულლების ადგილად" აღიარა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი