logo_geo
„ყველა უბედურებას ეშველება...“ - ამონარიდები ანა ფრანკის დღიურიდან
- +

30 აპრილი. 2017. 15:44


 

ანა ფრანკი 1929 წლის 12 ივნისს ფრანკფურტში დაიბადა. ანა ფრანკი ებრაელი გოგონა იყო, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციას ამსტერდამში აფარებდა თავს.  ის არის ავტორი განთქმული „ანა ფრანკის დღიურისა", რომელმაც ფაშიზმის სისასტიკეს ფარდა ახადა.


1933 წელს, როგორც კი გერმანიაში ფაშისტური რეჟიმი დამყარდა, ოტო ფრანკმა (ანას მამამ) ოჯახი ჰოლანდიაში გადაყვანა და ფაშისტების რისხვას განერიდა. თითქოსდა ახლად დაწყებული ცხოვრება მშვიდად მიდიოდა, მაგრამ გერმანიამ ჰოლანდიასაც შეუტია და კვლავ დაიწყო ებრაელების დევნა. ამ მძიმე ვითარებაში ოტო ფრანკს დამალვა ერჩივნა. მან „თავშესაფრის" მზადება დაიწყო, თუმცა, როგორც კი, მის უფროს ქლიშვილს-მარგოს გესტაპოდან უწყება მოუვიდა, მისი ოჯახი თავშესაფარში გადავიდა.


ანამ დღიურის წერა 13 წლის ასაკში დაიწყო. „ანა ფრანკის დღიური" 17 ენაზეა ნათარგმნი.

Description: დაკავშირებული სურათი

წარმოგიდგენთ ფაქტებს ანა ფრანკის შესახებ:


ანა მხოლოდ 13 წლის იყო, როდესაც იატაკქვეშა ცხოვრება დაიწყო.


ამსტერდამში არსებული ანა ფრანკის სახლ-მუზეუმი მოწყობილია ზუსტად იმ შენობაში, სადაც ის იმალებოდა და წერდა თავის დღიურს.


ანამ დღიურს შეარქვა კიწი. ის ახალი დღის აღწერას იწყებს სიტყვებით-„ძვირფასო კიწი".


ანა ფრანკის საკონცენტრაციო ბანაკი გათავისუფლებულ იქნა ბრიტანეთის ჯარების მიერ, თუმცა ანა ფრანკი უკვე რამდენიმე კვირის გარდაცვლილი იყო.


ლიბანში, ანა ფრანკის დღიურის გაყიდვა დღემდე აკრძალულია, რადგან მასში გოგონა ებრაელებს, ისრაელს და სიონიზმს დადებითად ახასიათებს.


ანა ფრანკის დას, მარგოსაც ჰქონდა დღიური, თუმცა ის დღემდე არ არის ნაპოვნი.


გოგონას დღიური ერთი ჟურნალისტისა და ისტორიკოსის ხელში მოხვდა, რომლებმაც ჰოლანდიურ გაზეთში გამოაქვეყნა სტატია. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდნენ გამომცემლები ანას ამბით.

Description: დაკავშირებული სურათი

წარმოგიდგენთ ციტატებს „ანა ფრანკის დღიურიდან":


„მთავარია, შევინარჩუნო დამაჯერებელი სახე. არავინ არ უნდა შეამჩნიოს, რომ შინაგანად მე ახლა მუდმივ ბრძოლაში ვარ".


„მე ვთხოვე ღმერთს, რომ შემქმას ისეთი, რომ არავინ გავანაწყენო".


„შეიძლება ადამიანს პირი დაუკეტო, მაგრამ არ შეიძლება აუკრძალო ფიქრი, იმიტომ რომ ის ძალიან ახალგაზრდაა".


„უწესო ადამიანებს უნდა გადაუხადო იგივე მონეტით".


„როცა მე ვწერ, მე ყველაფერს ვივიწყებ. გადის სევდა და სიმამაცე ბრუნდება".


„იქნებ ერთხელ როგორც საჭიროა გავიცინოთ. დაგვეხმარებოდა, ვიდრე ათი წვეთი ვალერიანი, მაგრამ სიცილს თითქმის გადავეჩვიეთ".


„ყველაზე რთულია-მიუხედავად დარდისა და სასოწარკვეთილებისა გამოიყურებოდე და მოიქცე ჩვეულებრივად. საუბრობდე, ეხმარებოდე იჯდე მათთან ერთად და რაც მთავარია იყო ცოცხალი".


„თუ ადამიანი სრულიად მარტოა, უბედური ან მწუხარეა, ყველაფერს ჯობია გავიდეს გარეთ, წავიდეს სადმე ისეთ ადგილას, სადაც იგი მარტო იქნება ცის, ბუნებისა და ღმერთის ანაბარა. მაშინ, მხოლოდ მაშინ იგრძნობს, რომ ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც საჭიროა, რომ ღმერთს სურს ადამიანი ბედნიერი იხილოს უბრალოდ, მშვენიერი ბუნების წიაღში. სანამ ეს ასეა, და უთუოდ მუდამ ასე იქნება, მე მჯერა, რომ ყოველგვარ ვითარებაში ყველა უბედურებას ეშველება და მტკიცედ მწამს, რომ ბუნებას ბევრი დარდის განქარვება ძალუძეს".

Description: ანა ფრანკი-ის სურათის შედეგი

 

 

Description: ანა ფრანკის დღიური

 

 

Description: ანა ფრანკის დღიური

 

 

Description: image

 

 

Description: image

 

 

 

 

big_banner
არქივი