logo_geo
„სადაც მაცხოვარი ფეხით დადიოდა“ - ფოტორეპორტაჟი იორდანიის უდაბნოდან
- +

1 მაისი. 2017. 02:58



მდინარე იორდანია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს, მსოფლიოს უწმიდეს მდინარედ ითვლება. ძველი აღთქმის მიხედვით, ისუ ნავესმა ეგვიპტიდან გამოსული ებრაელები სასწაულებრივად იორდანის წყალზე გადაიყვანა, რითიც დასრულდა ებრაელთა 40-წლიანი ხეტიალი უდაბნოში, ხოლო ახალი აღთქმის მიხედვით, იესო ქრისტე მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემელის ხელით მოინათლა. სწორედ ამ წმინდა ადგილიდან გთავაზობთ „აიპრესი" ფოტორეპორტაჟს.


ექსკლუზიური ფოტოები „აიპრესს" ხელოვნების სასახლემ მიაწოდა. რომელიც ტურისტული განვითარების ცენტრთან ერთან ახალი პროექტის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში იმყოფება.


როგორც „აიპრესთან" ხელოვნების სასახლის დირექტორომა გიორგი კალანდიამ განცხადა: „ეს, ჩვენი და ტურისტული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის გოგა ფიროსმანაშვილის ერთობლივი პროექტი.  რომლის მიზანია ქართული კვალი მაქსიმალურად შევისწავლოთ და დავაფიქსიროთ მთელ მსოფლიოში. ამასთანავე ჩვენი მიზანია, ტურიზმის განვითარებას შევუწყოთ ხელი ქვეყნის გარეთაც, რომ ქართველებს მეტი და ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ მთელს მსოფლიოში ქართველთა ისტორიული ღვაწლის შესახებ. ამასთანევე, მეტად იცნობდნენ მთელს მსოფლიოში გაფანტულ ქრისტიანულ სიწმინდეებს".





ქრისტეს სამოსის ტაძარი -ასე ჰქვია, რადგან სწორედ აქ მაცხოვარმა იორდანეში ჩასვლამდე მოიხსნა მოსასხამი და იოანეს სიტყვების თანხლებით მდინარეში ჩაეშვა.


 

ბერძნული ტაძარი მდინარე იორდანიასთან

 

 

 

უდაბნო, სადაც მაცხოვარი დადიოდა, სადაც იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა

 

 

უდაბნო, საიდანაც ცეცხლოვანმა ეტლმა ილია წინასწარმეტყველი ზეცაში აღიყვანა

 

 

ადგილი სადაც მაცხოვარი დადიოდა

 

 

მლოცველები მდინარე იორდანიაში

 

 

უდაბნო სადაც მაცხოვარი დადიოდა

 

 

ბიზანტიური ტაძრის ნანგრევები

 

 

უდაბნოს ოაზისი

 

 

 

უდაბნოს ყვავილი

 

 

მკვდარი ზღვა

 

 

მდინარე იორდანე

 

 

უდაბნოში

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი