logo_geo
12 ფსიქოლოგიური „ეშმაკობა“ - თქვენი ცხოვრება უფრო მარტივი გახდება!
- +

1 მაისი. 2017. 03:10




1. იმისათვის, რომ გაიგოთ მოსწონხართ თუ არა ადამიანს, აირჩიეთ ერთი სიტყვა და ყოველთვის, როცა მოსაუბრე იტყვის ამ სიტყვას ან მის სინონიმურ გამონათქვამებს, თავი დაუკარით და გაუღიმეთ. თუ მას ესიმპატიურებით, მალე შეამჩნევთ, რომ ადამიანი ამ სიტყვას მუდმივად იყენებს.


2. თუ გსურთ, რომ სხვებმა სერიოზულად აღგიქვათ, უთხარით, რომ ასე ამბობდა თქვენი მამა. ადამიანები მიდრეკილები არიან შეუცნობლად დაუჯერონ მშობლების რჩევებს.


3. თუ გინდათ, რომ თქვენი მოსაუბრე დაგეთანხმოთ, არ დაგავიწყდეთ შეკითხვის დროს თავი დაუკრათ. თავის დაკვრა აღიქვება როგორც ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი, რასაც ამბობთ, - სრული სიმართლეა.


4. ოდესღაც გიოცნებიათ ცარიელ მეტროზე დილის 8 საათზე? ხალხმრავალ ადგილებში იყურეთ თქვენი მოძრაობის მიმართულებით. თქვენ გაგიკვირდებათ იმის, როგორ ადვილად გითმობთ გზას ხალხი. საიდუმლო მარტივია: გადავსებულ ადგილებში ხალხი თვალებში უყურებს სხვა მოსიარულეებს, რომ გაიგონ საით მიდიან ისინი და არ შეეჩეხონ.


5. თუ აგეკვიატათ სიმღერა, რომელსაც სიხარულით დაივიწყებდით, გაიხსენეთ სიმღერის დაბოლოება. ზეიგარნიკის ეფექტის მიხედვით, ჩვენი ტვინი უკეთესად იმახსოვრებს დაუსრულებელ რაღაცეებს. ამიტომ, თუ გაიფიქრებთ სიმღერის დასასრულზე, ის თვითონ გაქრება.


6. გინდათ, რომ თქვენმა შვილებმა ჭამონ ბროკოლი? იმის მაგივრად, რომ ჰკითხოთ უნდათ თუ არა, ჰკითხეთ რამდენი ცალი დაუდოთ: 5 თუ 2. ამით თქვენ უკვე აირჩიეთ ბროკოლი მათ მაგივრად, მაგრამ ბავშვები გრძნობენ, რომ თავად მიიღეს გადაწყვეტილება. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ტრიუკი ანალოგიურად სხვა სიტუაციებშიც.


7. თუ გეჩვენებათ, რომ ვიღაც გითვალთვალებთ, უბრალოდ დაამთქნარეთ და მიმოიხედეთ. ვინაიდან მთქნარება გადამდებია, თქვენ გარანტირებულად გაიგებთ ვინ გითვალთვალებთ.


8. ნაცნობი დაგეხმარებათ ნებისმიერი ნივთის გადატანაში, თუ ნივთის გადაცემის დროს თქვენ გააგრძელებთ საუბარს. ოღონდ ყურადღება უნდა გამოიჩინოთ ყურადღებიანი ადამიანების მიმართ - ისინი შეიძლება დაიბნენ.


9. თუ მოგიწევთ ხელის ჩამორთმევა, დარწმუნდით, რომ ხელები თბილი გაქვთ. თბილი ხელი ადამიანებში ასოცირდება მეგობრობასა და კეთილმოსურნეობასთან, ამ დროს როცა ცივი ხელის შეხებამ შეიძლება არასასიამოვნო შეგრძნება გამოიწვიოს.


10. გააკეთეთ იმის პერეფრაზირება, რაც თქვა თქვენმა მოსაუბრემ, და გაიმეორეთ იგივე. ის მიხვდება, რომ მას ნამდვილად უსმენენ და, რაც მთავარია, ესმით. ოღონდ არ გადააჭარბოთ.


11. თუ გსურთ, რომ დაგეხმარნენ, დაიწყეთ თქვენი თხოვნა სიტყვებით „მე მჭირდება შენი დახმარება...". ადამიანებს არ მოსწონთ დანაშაულის გრძნობის განცდა, ამიტომ ვერ გეტყვიან უარს.


12. თუ ვიღაცას არ მოსწონხართ, სთხოვეთ მას ფანქარი. ერთის მხრივ, ადამიანებს არ უყვართ მათი დახმარება, ვინც არ მოსწონთ, მეორეს მხრივ კი - ეს საკმაოდ პატარა თხოვნაა, რომ მაგაზე უარი გითხრან.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი