logo_geo
მსოფლიოს მილიარდერთა ტოპ-10 2017 წლის მონაცემებით
- +

1 მაისი. 2017. 15:17


 

10 - მაიკლ ბლუმბერგი/ Michael Bloomberg

 

 

შემოსავლის წყარო: Bloomberg LP

ქონება 2017 წლისთვის: $47.5 მილიარდი

მაიკლ ბლუმბერგი ამერიკელი ბიზნესმენი, მწერალი და პოლიტიკოსია. მან  დააარსა კომპანია CEO და Bloomberg L. მანამდე დემოკრატმა 2001 წელს ნიუ-იორკის მერის არჩევნებში კენჭი რესპუბლიკელების მანდატით იყარა და გაიმარჯვა. 2005 და 2009 წლების არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა და საერთო ჯამში ნიუ-იორკის მერის თანამდებობას 12 წლის განმავლობაში იკავებდა. სხვათაშორის, ამ პოსტზე მისი წლიური ხელფასი იყო - 1 დოლარი!

 

9  - დევიდ კოხი/ David Koch

 

 

შემოსავლის წყარო: Diversified

ქონება 2017 წლისთვის: $48.3 მილიარდი

დევიდ კოხი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის მმართველია. იგი გავლენიან და უმდიდრეს ადამიანთა სიის კიდევ ერთი წევრია. ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ფილანტროპი დევიდ კოხი, უფროს ძმასთან ერთად, ამერიკის მეორე უმსხვილესი კერძო კომპანიის „Koch Industries" ვიცე-პრეზიდენტია.

Top of Form

Bottom of Form

 

8 - ჩარლზ კოხი/ Charles Koch

 

 

შემოსავლის წყარო: Diversified

ქონება 2017 წლისთვის: $48.3 მილიარდი


7 - ლარი ელისონი/ Larry Ellison

 

 

შემოსავლის წყარო: Oracle

ქონება 2017 წლისთვის: $52.2 მილიარდი

ლარი ელისონი - ამერიკელი მეწარმე, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე მომუშავე მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაცია Oracle-ს დამაარსებელი და მეთაურია.

 

6 -კარლოს სლიმ ელუ/ Carlos Slim Helu

 

 

შემოსავლის წყარო: Telecom

ქონება 2017 წლისთვის: $54.5 მილიარდი

კარლოს სლიმ ელუ მექსიკელი ბიზნეს-მაგნატი და ქველმოქმედია, რომელიც ძირითადად სატელეკომუნიკაციო ბიზნესშია ჩართული. 2010-2013 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად იყო დასახელებული.

 

5 - მარკ ცუკერბერგი/ Mark Zuckerberg

 

 

შემოსავლის წყარო: Facebook

ქონება 2017 წლისთვის: $56 მილიარდი

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა, ამერიკელმა პროგრამისტმა მარკ ცუკერბერგმა Facebook შექმნა თანაკურსელებთან ერთად ჰარვარდში სწავლის პერიოდში.

 

4 - ამანსიო ორტეგა/ Amancio Ortega

 

 

შემოსავლის წყარო: Zara

ქონება 2017 წლისთვის: $71.3 მილიარდი

ჰოლდინგ Inditex-ის (ბრენდები Zara, Pull&Bear და Massimo Dutti) დამაარსებელი ამანსიო ორტეგა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.

 

 

3 - ჯეფ ბეზოსი/ Jeff  Bezos

 

 

შემოსავლის წყარო: Amazon

ქონება 2017 წლისთვის: $72.8 მილიარდი

ჯეფ ბეზოსი, კომპანია „ამაზონის" დამფუძნებელია. იგი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, უოლ-სტრიტზე, საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტად  მუშაობდა. 1994 წელს მან საკუთარი კომპანია გახსნა, რომელსაც მსოფლიო „ამაზონის" სახელით იცნობს.

 

2 - უორენ ბაფეტი/ Warren Buffet

 

 

შემოსავლის წყარო: Berkshire Hathaway

ქონება 2017 წლისთვის: $75.6 მილიარდი

მერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და ქველმოქმედი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი მსოფლიოში, უდიდესი აქციების მფლობელი და ბერკშირ ჰეზევეის (Berkshire Hathaway) თავმჯდომარე.

 

1 - ბილ გეითსი/ Bill Gates

 

 

შემოსავლის წყარო: Microsoft

ქონება 2017 წლისთვის: $86 მილიარდი

ამერიკელი ბიზნესმენი, ფილანტროპი, ინვესტორი და კომპიუტერული პროგრამისიტი, კომპანია „Microsoft"-ის დამფუძნებელი. ბილ გეითსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი