10 - მაიკლ ბლუმბერგი/ Michael Bloomberg
შემოსავლის წყარო: Bloomberg LP
ქონება 2017 წლისთვის: $47.5 მილიარდი
მაიკლ ბლუმბერგი ამერიკელი ბიზნესმენი, მწერალი და პოლიტიკოსია. მან დააარსა კომპანია CEO და Bloomberg L. მანამდე დემოკრატმა 2001 წელს ნიუ-იორკის მერის არჩევნებში კენჭი რესპუბლიკელების მანდატით იყარა და გაიმარჯვა. 2005 და 2009 წლების არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა და საერთო ჯამში ნიუ-იორკის მერის თანამდებობას 12 წლის განმავლობაში იკავებდა. სხვათაშორის, ამ პოსტზე მისი წლიური ხელფასი იყო - 1 დოლარი!
9 - დევიდ კოხი/ David Koch
შემოსავლის წყარო: Diversified
ქონება 2017 წლისთვის: $48.3 მილიარდი
დევიდ კოხი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის მმართველია. იგი გავლენიან და უმდიდრეს ადამიანთა სიის კიდევ ერთი წევრია. ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ფილანტროპი დევიდ კოხი, უფროს ძმასთან ერთად, ამერიკის მეორე უმსხვილესი კერძო კომპანიის „Koch Industries" ვიცე-პრეზიდენტია.
Top of Form
Bottom of Form
8 - ჩარლზ კოხი/ Charles Koch
შემოსავლის წყარო: Diversified
ქონება 2017 წლისთვის: $48.3 მილიარდი
7 - ლარი ელისონი/ Larry Ellison
შემოსავლის წყარო: Oracle
ქონება 2017 წლისთვის: $52.2 მილიარდი
ლარი ელისონი - ამერიკელი მეწარმე, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე მომუშავე მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაცია Oracle-ს დამაარსებელი და მეთაურია.
6 -კარლოს სლიმ ელუ/ Carlos Slim Helu
შემოსავლის წყარო: Telecom
ქონება 2017 წლისთვის: $54.5 მილიარდი
კარლოს სლიმ ელუ მექსიკელი ბიზნეს-მაგნატი და ქველმოქმედია, რომელიც ძირითადად სატელეკომუნიკაციო ბიზნესშია ჩართული. 2010-2013 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად იყო დასახელებული.
5 - მარკ ცუკერბერგი/ Mark Zuckerberg
შემოსავლის წყარო: Facebook
ქონება 2017 წლისთვის: $56 მილიარდი
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა, ამერიკელმა პროგრამისტმა მარკ ცუკერბერგმა Facebook შექმნა თანაკურსელებთან ერთად ჰარვარდში სწავლის პერიოდში.
4 - ამანსიო ორტეგა/ Amancio Ortega
შემოსავლის წყარო: Zara
ქონება 2017 წლისთვის: $71.3 მილიარდი
ჰოლდინგ Inditex-ის (ბრენდები Zara, Pull&Bear და Massimo Dutti) დამაარსებელი ამანსიო ორტეგა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.
3 - ჯეფ ბეზოსი/ Jeff Bezos
შემოსავლის წყარო: Amazon
ქონება 2017 წლისთვის: $72.8 მილიარდი
ჯეფ ბეზოსი, კომპანია „ამაზონის" დამფუძნებელია. იგი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, უოლ-სტრიტზე, საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტად მუშაობდა. 1994 წელს მან საკუთარი კომპანია გახსნა, რომელსაც მსოფლიო „ამაზონის" სახელით იცნობს.
2 - უორენ ბაფეტი/ Warren Buffet
შემოსავლის წყარო: Berkshire Hathaway
ქონება 2017 წლისთვის: $75.6 მილიარდი
მერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და ქველმოქმედი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი მსოფლიოში, უდიდესი აქციების მფლობელი და ბერკშირ ჰეზევეის (Berkshire Hathaway) თავმჯდომარე.
1 - ბილ გეითსი/ Bill Gates
შემოსავლის წყარო: Microsoft
ქონება 2017 წლისთვის: $86 მილიარდი
ამერიკელი ბიზნესმენი, ფილანტროპი, ინვესტორი და კომპიუტერული პროგრამისიტი, კომპანია „Microsoft"-ის დამფუძნებელი. ბილ გეითსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება.