logo_geo
7 ყველაზე უცნაური ნახატი
- +

1 მაისი. 2017. 18:07


 

 

„კივილი"

ედვარდ მუნკი. 1893, მუყაო, ზეთი, ტემპერა, პასტელი. ოსლოს ნაციონალური გალერეა

 

2395555-R3L8T8D-650-munk_krik

 

„კივილი" ითვლება ექსპრესიონიზმის საეტაპო მოვლენად და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატად მსოფლიოში.


არსებობს გამოსახულების ორგვარი ახსნა: თვითონ ეს ადამიანია შეწუხებული და ყვირის, ან, ყურებზე ხელს იფარებს და ამით თავს იცავს გარშემო გაბატონებული ბუნების კივილისგან. მუნკმა „კივილის" 4 ვარიანტი დახატა. არსებობს ვერსია, რომ ეს ნახატი მხატვრის მანიაკალურ-დეპრესიული მდგომარეობის ნაყოფია. კლინიკაში მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ მუნკი აღარ დაბრუნებია მხატვრობას.



„საიდან მოვედით? ვინ ვართ? საით მივდივართ?"

 

პოლ გოგენი. 1897-1898. ტილო, ზეთი. სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ბოსტონი.

 

2395355-R3L8T8D-650-gogen


გოგენის თქმით, ნახატი უნდა წაიკითხოთ მარჯვნიდან მარცხნივ- ფიგურების სამი ძირითადი ჯგუფი ილუსტრირებენ კითხვებს, დასმულს სათაურში.


სამი ქალი ბავშვით გამოხატავს სიცოცხლის საწყისს; შუა ჯგუფი ასახავს სიმწიფის ყოველდღიურობას; ბოლო ჯგუფში, მხატვრის ჩანაფიქრით, არის „თავის აზრებს შეგუებული და დანებებული, სიკვდილის პირას მყოფი ქალი", მის ფეხებთან „უცნაური თეთრი ფრინველია...წარმოადგენს სიტყვების ამაოებას".


პოსტიმპრესიონისტი პოლ გოგენის ეს ღრმა ფილოსოფიური ნახატი დაიწერა ტაიტიში, სადაც ის გაიქცა პარიზიდან. ნახატის დასრულების შემდეგ მას თვითმკვლელობაც კი უნდოდა. „მე მჯერა, რომ ეს ტილო სჯობნის ყველა დანარჩენს და მე ვერასდროს შევქმნი რაიმე უკეთესს, ანდა მსგავსს". ამის შემდეგ მან კიდევ 5 წელი იცოცხლა.


„გერნიკა"

 

პაბლო პიკასო. 1937, ტილო, ზეთი. დედოფალ სოფიას მუზეუმი, მადრიდი.

 

2395205-R3L8T8D-650-guernica


„გერნიკაზე" გამოსახულია სიკვდილის, ძალადობის, ტანჯვისა და დაუცველობის სცენები. ეს ნათელია. ამბობენ, რომ 1940 წელს პიკასო გამოიძახეს გესტაპოში, პარიზში. საუბრის თემა ეს ნახატი იყო. „ეს გააკეთეთ თქვენ?"- „არა, ეს გააკეთეთ თქვენ".


1937 წელს დაწერილი უზარმაზარი ტილო-ფრესკა „გერნიკა" ასახავს გერმანული „ლუფტვაფეს" მიერ ქალაქ გერნიკას დაბომბვას, რამაც 6-ათასიანი ქალაქი გაანადგურა. ნახატი შეიქმნა ერთი თვის შემდეგ... თავიდან მასზე პიკასო 10-12 საათი მუშაობდა. მთავარი იდეა თავიდანვე იგრძნობოდა. ეს არის ფაშისტური კოშმარისა და ადამიანური ტრაგედიის ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრაცია.


„ამერიკული გოთიკა"

 

გრანტ ვუდი. 1930. ზეთი, 74×62 სმ. ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი, ჩიკაგო.

 

2394755-R3L8T8D-650-gothic


მამისა და ქალიშვილის ნახატი სავსეა პურიტანული და მძიმე დეტალებით. გაბრაზებული სახეები, ნახატის შუაში სამუშაო იარაღი, 1930 წლისთვის ძველმოდური ტანსაცმელი. ტილო გაჟღენთილია უხალისო დეტალებით, რომლის არამყუდრო აურაც აგაკანკალებთ.


„ამერიკული გოთიკა"- XX საუკუნის ამერიკული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია.



„შეყვარებულები"

 

რენე მაგრიტი. 1928, ტილო, ზეთი

 

2395255-R3L8T8D-650-lovers


ნახატი „შეყვარებულები" ორ ვარიანტად არსებობს. ერთზე ქალი და მამაკაცი არიან, რომელთა სახეებიც თეთრი ნაჭრითაა შეხვეული და კოცნიან ერთმანეთს, ხოლო მეორეზე „უყურებენ" მაყურებელს. ნახატი საოცარი და შთამბეჭდავია.


ორი ფიგურით სახის გარეშე მაგრიტი ეცადა გადმოეცა ბრმა სიყვარულის იდეა. სიბრმავე ყველა გაგებით: შეყვარებულები ვერავის ხედავენ, ჩვენ ვერ ვხედავთ მათ რეალურ სახეებს და ამასთან, ისინი ერთმანეთისთვისაც ამოცანად რჩეებიან.


მაგრიტის თითქმის ყველა ნახატი რებუსია, რომელთა ამოხსნა ბოლომდე არ შეიძლება, ვინაიდან ისინი თავად ბადებენ კითხვებს ყოფიერების არსის შესახებ. მარგიტი მუდამ საუბრობს იმ იდუმალებაზე, რომელსაც ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ.




„ქალის სამი ასაკი"

 

გუსტავ კლიმტი. 1905, ტილო, ზეთი. თანამედროვე ხელოვნებს მუზეუმი, რომი.

 

2396155-R3L8T8D-650-klimt


კლიმტის ეს ნამუშევარი ერთდროულად ბადებს სიხარულისა და მწუხარების შეგრძნებას. მასში ფიგურებით გამოსახულია ქალის ცხოვრების ისტორია: უდარდელობა, სასოწარკვეთილება და სიმშვიდე.


ახალგაზრდა ქალი ორგანულად ერწყმის ცხოვრების ორნამენტებს, მოხუცი ქალი კი გამოეყოფა მას. ახალგაზრდა ქალის სტილიზებული და მოხუცი ქალის ნატურალისტური გამოსახულებები ატარებს სიმბოლურ აზრს: ცხოვრების პირველ ფაზას მოაქვს უამრავი მეტამორფოზა და შესაძლებლობა, ბოლოს კი- მუდმივობა და რეალობასთან კონფლიქტი.



„ვატერლოოს ხიდი. ნისლის ეფექტი"

 

კლოდ მონე. 1899, ტილო, ზეთი.

 

2394655-R3L8T8D-650-most


ნახატის ახლოდან დათვალიერებისას დაინახავთ - მხოლოდ ტილოზე დატანილ საღებავს. ნამუშევრის მაგია იხსნება მაშინ, როცა ნახატს თანდათანობით მოშორდებით და დიდი დისტანციიდან შეხედავთ.


თავიდან ხედავთ გაურკვეველ სიმრგვალეებს, შემდეგ ჩნდება ნავები, ხოლო თუ მოშორდებით და 2 მეტრი მანძილიდან შეხედავთ, დაინახავთ ნახატში აღბეჭდილ მოვლენათა მთელ ჯაჭვს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი