logo_geo
მსოფლიოში ერთადერთი სოფელი, სადაც ყველა ოჯახი მდიდარია
- +

2 მაისი. 2017. 15:50



ჩინეთის აღმოსავლეთით, ცზიანსუს პროვინციაში მდებარე  ჰუასის, მსოფლიოში „მილიონერების სოფლის" სახელით იცნობენ.


სოფელი, რომელშიც 36 000 ადამიანი ცხოვრობს, 1961 წლიდან არსებობს.


2007 წელს ჰუასიში 328-მეტრიანი, 74-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყო და 2011 წელს, სოფლის დაარსებიდან 50 წლის თავზე დასრულდა.


2000 სტუმარზე გათვლილ, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლუნსში" (Longxi International Hotel) 800 აპარტამენტია. სასტუმროს სახურავზე აუზი მდებარეობს, ერთ-ერთ სართულზე კი მბრუნავი რესტორანია განთავსებული.


ცათამბჯენის მე-60 სართულზე  სტუმრებს სუფთა ოქროსგან დამზადებული ხარის ბიუსტი ხვდებათ, რომელიც ჰუასელების მდიდრულ ყოფას განასახიერებს. სასტუმროს მეორე სართულზე 2000 კვ. მეტრზე გაშლილი შოპინგზონაა.


61-ე სართულზე კი ყვავილების პარკია ეგზოტიკური ფრინველებით.


სასტუმროს მშენებლობაზე, რომელსაც ჩინელები „ჰუასის დაკიდებულ სოფელს" ეძახიან, 3 მილიარდზე მეტი იუანი (470 მლნ დოლარი) დაიხარჯა. თანხა მთლიანად სოფლის მცხოვრებლებმა გადაიხადეს. სასტუმროს მშენებლობაში ჰუასის თითოეულმა ოჯახმა 10 მილიონი იუანი ჩადო და ეს შეწირულობა კი არა, ინვესტიცია იყო.


2003 წელს ეკონომიკის განვითარებისა და ცხოვრების მაღალი დონის გამო, სოფლის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 1,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ასეთი შედეგი იმან განაპირობა, რომ სოფლის ყველა მცხოვრები კორპორაცია „სოფელი ჰუასის" აქციონერია.


ჰუასელები სოფელში განთავსებული კომპანიებიდან შემოსავლის მეხუთედს იღებენ. დანარჩენი ფული კი სოფლის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე იხარჯება.


მდიდრული სასტუმროს გარდა, ჰუასიში მსოფლიო ღირსშესანიშნაობების პარკიც მდებარეობს, სადაც მსოფლიოს ცნობილი შენობებისა და ნაგებობების ასლებია განთავსებული. აქ შეგიძლიათ, იხილოთ „თეთრი სახლი", პარიზის ტრიუმფალური თაღი, სიდნეის ოპერა, დიდი ჩინური კედელი და სხვ.


სასტუმრო ჰუასელების ერთადერთი კაპიტალდაბანდება არ გახლავთ. ორიოდე წლის წინათ ჰუასელებმა ექსკურსიებისთვის ორი ვერტმფრენი და თვითმფრინავი შეიძინეს და უახლოეს ხანში გემების შეძენასაც აპირებენ.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი