logo_geo
რა ხდება ჩვენს ორგანიზმში კოცნის დროს და რა შედეგები მოაქვს ადამიანისთვის?
- +

6 მაისი. 2017. 20:59



მეცნიერებმა დაკვირვებების შედეგად დაადგინეს, რომ კოცნის დროს ადამიანის ორგანიზმში ძალიან ბევრი საინტერესო პროცესი მიმდინარეობს და უამრავი სასარგებლო შედეგი მოაქვს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:


1. კოცნა ხელს უშლის სტრესის განვითარებას. ამ დროს ორგანიზმში სხვადასხვა ბიოქიმიური რეაქცია მიმდინარეობს, რომელიც ანადგურებს სტრესის ჰორმონებს და გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი - ენდორფინი.


2. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვნებიანი კოცნისას იმდენი კალორია იწვება, რომ 1-წუთიანი კოცნა დაახლოებით 500 მეტრის გარბენას უდრის.


3. ადამიანები, ვისაც კოცნა უყვართ, 12 წლით დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ.


4. კოცნის დროს მოქმედებაში მოდის სახის 200 კუნთი და იდეალური საშუალებაა ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად.


5. კოცნის დროს გადაცემული ნივთიერებათა კომპლექსი აძლიერებს იმუნიტეტს.


6. ქალები, რომლებსაც მეუღლე დამშვიდობებისას ტუჩებში კოცნის, 5 წლით დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე სხვა ქალები.


7. კოცნის პროცესში იზრდება წნევა, იმატებს პულსი და აქტიურდება სისხლში ჰორმონების რაოდენობა.


8. ხშირად ტუჩებში კოცნით შესაძლებელია ქალი ნევროზისგან განკურნოთ.


9. კოცნა ამცირებს ინფარქტის რისკს. ის ზრდის გულის შეკუმშვის სიხშირეს, რის წყალობითაც სისხლი სწრაფად მოძრაობს სისხლძარღვებში, ამ დროს კი უჯრედები კარგად მარაგდება ჟანგბადით. კოცნის შემდეგ ფილტვებიც გაორმაგებულ მუშაობას იწყებენ. 60 ამოსუნთქვას აკეთებს წუთში 20-ის ნაცვლად. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ხანგრძლივი კოცნა არა მარტო წნევას ამცირებს, ასევე ქოლესტერინსაც, ამიტომ მცირდება ინფარქტის რისკიც.


10. კოცნას ასევე რეკომენდაციას უწევენ სტომატოლოგებიც. ჩიკაგოს სტომატოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ნერწყვი, რომელიც კოცნის დროს გამოიყოფა, მდიდარია კალციუმით და ფოსფორით, რომელიც არანაკლებ იცავს ჩვენს კბილებს, ვიდრე უშაქრო ორბიტი. 


 

big_banner
არქივი