logo_geo
ყველაზე უცნაური ფობიები
- +

7 მაისი. 2017. 13:43

 

 

ფობიები სიმწვავის მიხედვით განსხვავდება. ზოგიერთ ადამიანს მარტივად შეუძლია, თავი აარიდოს შიშის საგანს, სხვები სრულ პანიკაში ვარდებიან და საკუთარ თავზე კონტროლს კარგავენ. ადამიანთა უმრავლესობას ესმის, რომ მათი შიში ირაციონალურია, მაგრამ თავდაპირველი პანიკური რეაქციის დაძლევა არ შეუძლია.

 

წარმოგიდგენთ ყველაზე უცნაურ ფობიებს:

 

1. აგოროფობია - ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრის შიში, მაგალითად, ტრანსპორტით მგზავრობა, ღია ან დახურულ სივრცეში ყოფნა, რიგში დგომა ან ხალხის დიდ მასაში მოხვედრა.

 

2. ქოულროფობია - კლოუნების შიში. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ადამიანის ტანისა და არაადამიანური სახის მქონე არსებამ შეიძლება პატარა ბავშვებში პანიკის შეტევა გამოიწვიოს.

 

3. ფრიგოფობია - გაყინვის, სიცივის შიში.

 

4. გლობოფობია - საჰაერო ბუშტების შიში. გლობოფობიით დაავადებულთა უმეტესობას ფონოფობიაც (ხმაურის შიში) აქვს. ეს არის შიში, რომ ბუშტი უეცრად გასკდება.

 

5. სიმნოფობია - ჩაძინების შიში.

 

6. პაპაფობია - რომის პაპის შიში.

 

7. ტეტრაფობია - რიცხვი 4-ის შიში.

 

8. ტრიფოფობია - ხვრელებისა და ნახვრეტების შიში. ტრიფოფობიით დაავადებული ადამიანი პანიკაში ვარდება ყველში ხვრელების დანახვაზე და Spongebob მისთვის ნამდვილი კოშმარია.

 

9. ურანოფობია - ცის შიში.

 

10. ქსანტოფობია - ყვითელი ფერის შიში.

 

 

ფობიების ჩამონათვალში, ასევე, შეგხვდებათ: კაცებისა და ქალების შიში, სიბნელის, სიმაღლის, გარეული ცხოველების, ყვავილების, მეხის, ელვის, ობობების, თმის, ქორწინების, ხეების, თევზების, ჭიანჭველების, თაგვების, წვიმის, ჩიტების, თოჯინებისა და პეპლების შიშიც კი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი