logo_geo
არაბი მამაკაცი ცოლს გაშორდა მას შემდეგ, რაც ქორწილის მეორე დღეს უმაკიაჟოდ ნახა პირველად
- +

7 მაისი. 2017. 15:59


 

არაბთა გაერთიანებული ემირატების მცხოვრებმა მეუღლესთან განქორწინება ქორწინების მეორე დღეს გადაწყვიტა, რადგან ის უმაკიაჟოდ პირველად ნახა.


როგორც გამოცემა „Dailymail" წერს, არაბი წყვილი 8 თვის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს. ამ დროის მანძილზე ქალი ინტენსიურ მაკიაჟს იყენებდა და მამაკაცს უმაკიაჟოდ არ უნახავს.


სიმართლე კი მაშინ გაირკვა, როდესაც ქორწილის მეორე დღეს, ცოლ-ქმარი დუბაიში, ამ-მამზარის სანაპიროზე იმყოფებოდა. ცოლი ზღვაში ჩავიდა, წყალმა მას მაკიაჟი მოაშორა და ოჯახიც დაენგრა.


სწორედ ეს იყო პირველი შემთხვევა, რაც მეუღლემ ის უმაკიაჟოდ ნახა. მამაკაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება, აცხდებს, რომ მან ცოლის ცნობა ვერ შეძლო.


მამაკაცმა მაშინ გაიგო, რომ მის 28 წლის ცოლს რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, ატარებს ხელოვნურ წამწამებსა და კონტაქტურ ლინზებს.


აბდულ აზიზ ასაფი, „მატყუარა" ცოლის ფსიქოლოგის ასისტენტია. მისი თქმით, წყვილის შერიგების ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან მამაკაცმა ცოლთან დაუყოვნებლივ განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო და მასთან შერიგებას არ აპირებს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი