logo_geo
11 მიზეზი რატომ უნდა შეიყვაროთ ჟურნალისტი
- +

7 მაისი. 2017. 23:54



გავრცელებული მოსაზრებით, ჟურნალისტთან სასიყვარულო ურთიერთობა არ არის მარტივი. ითვლება, რომ ისინი თავიანთ სამუშოზე გიჟდებიან და საყვარელი ადამიანისთვის დრო აღარ რჩებათ. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, მაგრამ ვის არ ხიბლავს გამოწვევები?

 

გთავაზობთ 11 მიზეზს - რატომ არის კარგი ჟურნალისტთან სასიყვარულო ურთიერთობა:


1. მათ იციან ქალაქის საუკეთესო ადგილები - ისინი ესწრებიან ქალაქში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას, წვეულებას, დადიან ყველაზე კარგ რესტორნებში სხვადასხვა შეხვედრებზე, ინტერვიუებზე. შესაბამისად, იციან ქალაქის ყველაზე კარგი ადგილები. ვის არ მოუნდება იყოს მისი შეყვარებული?


2. არიან კრეატიულები - ჟურნალისტები საოცრად შემოქმედი ადამიანები არიან. ასე რომ მოემზადეთ, ბედნიერების ცრემლებისთვის, თქვენ შეიძლება ყველაზე ამაღელვებელი სასიყვარულო წერილების ადრესატი გახდეთ.


3. შეგიძლიათ ესაუბროთ დაუსრულებლად - მათთან საუბარი შეიძლება სხვადასხვა თემებზე დაუსრულებლად შეიძლება. შეგიძლიათ განიხილოთ ნებისმიერი საკითხი.


4. ფული მათთვის მეორეხარისხოვანია - ყველანაირ ვნებას, მოტივაციას ჟურნალისტებს თავიანთი სამსახური, საქმე ანიჭებთ. ისინი თავიანთ პროფესიას წინა პლანზე აყენებენ. შეიძლება არ აქვთ ბევრი ფული, მაგრამ ეს დიდად არ ადარდებთ. ისინი სიამოვნებას იღებენ საქმის კეთებით.


5. არიან სანდოები - სანდოობის მაღალი ხარისხი ერთ-ერთი პირველია რის გამოც ჟურნალისტთან ურთიერთობა სასურველია. მათ უამრავი ინფორმაცია აქვთ წყაროებისგან, თუმცა სანდო წყაროს არავითარ შემთხვევაში არ გასცემენ. თუ ჟურნალისტს ხვდებით, ენდეთ მას, შეგიძლიათ გაანდოთ ნებისმიერი საიდუმლო და არ შეგეშინდეთ - ამ საიდუმლოს ის არასოდეს გათქვამს.


6. ერთდროულად ბევრ საქმესთან გამკლავება მათი ძლიერი მხარეა - უამრავი წყარო, დედლაინები, ინტერვიუები, მუშაობა სტრესულ გარემოში და მუდმივად დაძაბულ სიტუაციაში - ეს ჟურნალისტის ყოველდღიურობაა. ისინი პრობლემების გადაჭრის, „ამოცანების ამოხსნის" ნამდვილი ექსპერტები არიან. მათ საუკეთესოდ შეუძლიათ დააბალანსონ სამსახური და პირადი ურთიერთობები. შეუძლიათ დამღლელი დღის შემდეგაც კი, მზრუნველები და საოცრად მოსიყვარულები იყონ.

 

7. ისინი გაძლევენ თქვენს სივრცეს - ისინი არ დაგისვამენ მილიონ კითხვას და არ დაინტერესდებიან იმით, თუ როგორ გაატარეთ დღის განმავლობაში ყოველი წუთი. გაძლევენ საშუალებას გქონდეთ საკუთარი სივრცე და სანაცვლოდაც თქვენგან ამას ელოდებიან.


8. გიჟდებიან მუშაობაზე - იყო ჟურნალისტი - არ არის მარტივი. ეს ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. ისინი გიჟდებიან თავიანთ საქმეზე, უყვართ მუშაობა, არ იშურებენ ძალისხმევას და ასეთივე ხასიათს ავლენენ სასიყვარულო ურთიერთობების დროსაც. ისინი ყველაფერს გააკეთებენ საყვარელი ადამიანისთვის.


9. არიან კარგი მოსაუბრეები და საუკეთესო მსმენელები - ჟურნალისტებს ყოველთვის აქვთ საინტერესო ისტორიები და საინტერესოა მათი მოსმენა. ამასთანავე ისინი არიან საუკეთესო მსმენელები, ისინი გაგრძნობინებენ რომ აინტერესებთ თქვენი ამბავი.


10. ყოველთვის მზად არიან დახმარება გაგიწიონ - ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ თქვენ დასახმარებლად. გამოიყენებენ ყველა კონტაქტს, ნაცნობს, რომელიც მრავლად ჰყავთ თავიანთი პროფესიის წყალობით. ამბობენ, რომ ჟურნალისტებს „დიდი გული" აქვს.


11. ისიამოვნეთ უფასო ბილეთებით - გსურთ დაესწროთ თქვენს საყვარელ თამაშს, კონცერტს, ან რომელიმე ღონისძიებას? - თქვენი სურვილი მათთვის ბრძანებაა, მისი რამდენიმე სატელეფონო ზარი და თქვენ უფასო ბილეთები გაქვთ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი