logo_geo
კიტრის დიეტა - ერთ კვირაში მინუს 7 კილოგრამი
- +

8 მაისი. 2017. 03:26



კიტრი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია და ბევრმა ჩვენგანმა არ იცის მისი სწორი გამოყენება. კიტრი ძალიან ბევრ ვიტამინს და მინერალს შეიცავს, მაგალითად მაგნიუმს, რკინას, კალციუმს და C,E,B ვიტამინებს. კიტრს შეუძლია ორგანიზმი შლაკებისგან გაწმინდოს, სტიმულირება გაუკეთეს მეტაბოლიზმს. გარდა ამისა, მისი შემადგენლობის 95% წყალია. ასე რომ ორგანიზმში წყლის ბალანსი არ დაირღვევა.


გთავაზობთ კიტრის დიეტას, რომელიც 10 დღე გრძელდება. მისი მოქმედება იმდენად ეფექტურია, რომ 7 დღეში 7 კილოგრამის დაკლება არის შესაძლებელი.


რაციონი გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი დღისთვის. ეს რეჟიმი უნდა დაიცვათ 10 დღეს.


საუზმე:


2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი;


1 თეფში კიტრის სალათი;


წახემსება:


5 ცალი ქლიავი, ან 1 ვაშლი ან 1 ატამი;

 

ლანჩი:


1 ცალი მჭადი და 1 თეფში კიტრის სალათი;


წახემსება:


კიტრის შეიკი;

 

სადილი:


მხოლოდ ხილი (მაქსიმუმ 300 გრ)


კიტრის სალათის რეცეპტი:


400 გრამი კიტრი;


200 გრამი იოგურტი;


მარილი;


1 ცალი ხახვი;


დაჭერით კიტრი და ხახვი, დაუმატეთ მარილი, მოასხით იოგურტი.



კიტრის შეიკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ცალი კიტრი, 1 ვაშლი, 1 კონა ისპანახი და ცოტაოდენი ჯინჯარი.

 

ჩაყარეთ ყველა ეს ინგრედიანტი ბლენდერში და კარგად ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.


წყარო: genius.ge


 

big_banner
არქივი