logo_geo
გაიხსნა სპორტდარბაზი, სადაც კალორიებს ძილში დაწვავთ
- +

8 მაისი. 2017. 21:18



სპორტდარბაზი სახელწოდებით David Lloyd gyms გთავაზობთ წონაში კლების უჩვეულო მეთოდს - ძილს. ლონდონში მდებარე სპორტდარბაზში მისული სტუმარი ვერ იხილავს სარბენ ბილიკს, ველოსიპედსა თუ აერობიკისთვის განკუთვნილ ატრიბუტებს - დარბაზში მხოლოდ ლოგინებია. სტუდიაში მისულ ადამიანს 45 წუთით სძინავს - ჩართულია მელოდია, რომელიც რელაქსაციაში გეხმარებათ. დარბაზში ტემპერატურა ისეთ გრადუსზეა, რომ ადამიანმა ძილში კალორიები დაწვას.


როგორც ავტორები განმარტავენ, პროექტის მიზანია შემცირდეს წელის გარშემოწერილობა და გაუმჯობესდეს გუნება-განწყობილება. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, თუ პროექტი წარმატებული იქნება, სპორტდარბაზის ფილიალები ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში გაიხსნება.   


წონაში დაკლება გსურთ, მაგრამ ვარჯიში გეზარებათ? - ეს სპორტდარბაზი ნამდვილად თქვენთვისაა!



წყარო: http://www.kirurgia.ge

big_banner
არქივი