logo_geo
„ღირებულება ღირებულია მაშინ, როცა მას აფასებენ“ – „კოკა-კოლას“ დირექტორის 30 წამიანი გამოსვლა
- +

11 მაისი. 2017. 00:08


ბრაიან დაისონის - „კოკა-კოლას" ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორის 30 წამიანი სიტყვა.


„...წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრება თამაშია, რომელიც მდგომარეობს ხუთი ბურთის ჟონგლირებაში.

 

ეს ბურთებია - სამუშაო, ოჯახი, ჯანმრთელობა, მეგობრები და სული. თქვენი ამოცანაა ეს ხუთივე ბურთი მუდამ ჰაერში იქონიოთ.

 

მალე შენიშნავთ, რომ სამუშაოს ბურთი რეზინისაა და თუ უცაბედად დაგივარდებათ, ის ისევ ამოხტება და დაგიბრუნდებათ.

 

დანარჩენი ოთხი, კი - ოჯახი, ჯანმრთელობა, მეგობრები და სული - მინისაა. თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი გაგისხლტათ ხელიდან, ის გამოუსწორებლად დაზიანდება, დაიჩხვლიტება, გაიბზარება, სერიოზულად დაზიანდება ან სრულად დაიმსხვრევა. ის აღარასდროს იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო. თქვენ უნდა გააცნობიეროთ ეს და ეცადოთ, არასდროს მოხდეს ასე.

 

მაქსიმალურად ეფექტურად იმუშავეთ სამუშაო დროის განმავლობაში და დროულად წადით სახლში. მიუძღვენით საჭირო დრო ოჯახს, მეგობრებს და სრულფასოვან დასვენებას. ღირებულება ღირებულია მაშინ, როცა მას აფასებენ."

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი