logo_geo
შაქრიანი დიაბეტის იშვიათი ფორმა საჭიროებს განსაკუთრებულ მკურნალობას
- +

11 მაისი. 2017. 02:28



სპეციალისტები გვაფრთხილებენ რომ, იშვიათი გენეტიკური ფორმის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა ჩვეულებრივი მედიკამენტებით საშიშია. ბოლო ათწლეულში აღინიშნება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 - ის მაღალი გავრცელება ბავშვთა ასაკში, რასაც MODY ტიპი ეწოდება და უკავშირდება სიმსუქნესა და არასწორ კვებას. ასე რომ პაციენტებს MODY­1 ტიპის დიაბეტით ხშირად უსვამენ არასწორ დიაგნოზს.


მეცნიერების თქმით , MODY­1 გენში მიმდინარე მუტაციით ვითარდება, რომელიც გადაეცემა ავადმყოფი დედისგან შთამომავლობას. ამ დაავადებაზე მოდის შაქრიანი დიაბეტის ყველა შემთხვევის 3-5 %. მკურნალობის დაწყებამდე ექიმებმა უნდა განსაზღვრონ აქვს თუ არა პაციენტს მსგავსი ტიპის შაქრიანი დიაბეტი. ხშირად ამ ფორმით დაავადებულ ადამიანებს შეცდომით უნიშნავენ პრეპარატებს, რომელიც ეხმარება ინსულინის გამომუშავებას.


ამგვარმა არასწორმა სტიმულირებამ შეიძლება გამოიწვიოს ბეტა-უჯრედების სიკვდილი, რომლებიც აწარმოებენ ინსულინს. ამის გამო ამგვარი პაციენტები შეიძლება სწრაფად გახდნენ ჰორმონების ინექციაზე დამოკიდებულნი. მეცნიერები თვლიან ,რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ MODY­1 საჭიროა სპეციალური კუთხით მკურნალობა თერაპიების სახით, რომლებიც დაკავშირებულია ბეტა-უჯრედების ფუნქციონირებასთან.


 

 

 

big_banner
არქივი