logo_geo
რა უნდა შეეძლოს 4-5 წლის ბავშვს...
- +

12 მაისი. 2017. 01:49


მოძრაობის განვითარება


1. უნდა შეეძლოს ცალ ფეხზე დგომა მინიმუმ 10 წამის განმავლობაში;


2. ადგილზე ხტომა, ყირაზე გადაკოტრიალება;


3. აქეთ-იქეთ რყევა, რაიმეზე აცოცება;


4. რაიმეზე გადახტომა;


წვრილი მოტორიკა

 

1. შეუძლია გადაიხატოს სამკუთხედები და სხვა მარტივი გეომეტრიული ფიგურები;


2. ხატავს ადამიანის ტანს;


3. წერს ზოგიერთ ასოს;


4. შეუძლია დაუხმარებლად ჩაცმა-გახდა;


5. იყენებს ჩანგალს, კოვზს;


6. ტუალეტში თავად დადის;


ენობრივი უნარები


1. შეუძლია გაიხსენოს ნაამბობის გარკვეული ნაწილი;


2. ამბობს 5 და მეტსიტყვიან წინადადებებს;


3. საუბარში იყენებს მომავალ დროს;


4. ყვება გრძელ ისტორიებს;


5. ასახელებს სახელს, გვარს და საცხოვრებელ ადგილს;


შემეცნებითი პროცესი


1. შეუძლია გადათვალოს 10 და მეტი საგანი;


2. სწორად არჩევს მინიმუმ 4 ფერს;


3. წარმოდგენა აქვს დროის ცნებაზე (რას ნიშნავს გუშინ, ხვალ);


4. იცის იმ საგნების სახელი და დანიშნულება, რასაც ოჯახში ყოველდღიურად იყენებენ (ფული, საკვები, ტექნიკა);


სოციალური და ემოციური განვითარება


1. უნდა მეგობრების გახარება;


2. სურს, რომ თავის მეგობრებს ჰგავდეს;


3. ადვილად იგებს და ითვისებს თამაშის წესებს;


4. მოსწონს სიმღერა, ცეკვა და წარმოდგენების გამართვა;


5. ავლენს უფრო და უფრო მეტ დამოუკიდებლობას, უახლოეს მეზობელთანაც კი უკვე მარტო გადადის;


6. აცნობიერებს სქესთა შორის განსხვავებას;


7. ფანტაზიის რეალობისგან განსხვავება შეუძლია;


8. ახასიათებს სიჯიუტე;


ეს ზოგადი ჩამონათვალია და დიდად ნუ ინერვიულებთ, თუ ყველაფერი ერთი ერთში არ დაემთხვევა თქვენი ბავშვის განვითარების ტემპს. მიმართეთ პედიატრს შემდეგ შემთხვევებში, თუ ბავშვი:


1. შეშინებული და გაუბედავია;


2. ძალიან აგრესიულად იქცევა;


3. ძლიერი პროტესტის გარეშე მშობლებთან განშორება არ შეუძლია;


4. ადვილად გადააქვს ყურადღება სხვა რამეზე და ერთ აქტივობაზე ყურადღების კონცენტრირებას ვერ ახერხებს;


5. ნაკლებად აინტერესებს სხვა ბავშვებთან თამაში;


6. არ აქვს რეაქცია ადამიანებზე ან ძალიან ზედაპირულად რეაგირებს;


7. თამაშში წარმოსახვასა და იმიტაციას არ იყენებს;


8. დროის უმეტეს ნაწილს დარდიანი და უკმაყოფილო ატარებს;


9. ახალი თამაშები და საქმიანობები არ იზიდავს;


10. გაურბის ხალხს;


11. არ გამოხატავს ფართო დიაპაზონის ემოციებს;


12. უჩვეულოდ პასიურია;


13. ვერ იგებს დავალებას, რომელიც გავრცობილი წინადადებით არის ნათქვამი: „დადე ფინჯანი მაგიდაზე", „გამოიღე ბურთი მაგიდის ქვეშიდან";


14 ვერ ასახელებს სწორად სახელსა და გვარს;


15. საუბარში არ იყენებს წარსულ დროსა და მრავლობით რიცხვს;


16. არ ჰყვება შთაბეჭდილებებს;


17. ვერ ააგებს კოშკს 6-8 კუბით;


18. უჭირს კალმის დაჭერა;


19. უჭირს სამოსის გახდა;


20. ვერ იხეხავს კბილებს;


21. ვერ იბანს და იმშრალებს ხელებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი