logo_geo
„მჯერა, რომ ბედნიერი გოგონები ყველაზე მშვენიერები არიან“ - ოდრი ჰეპბერნის გამონათქვამები
- +

12 მაისი. 2017. 23:37



ოდრი ჰეპბერნის სილამაზესა და სიკეთეზე დღემდე ლაპარაკობენ.  თუ მის გამონათქვამებს გადავავლებთ თვალს დავრწმუნდებით, რომ  ოდრი როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანადაც მშვენიერი იყო. 


1. „საუკეთესო რამ, რასაც შეიძლება ცხოვრებაში დავეყრდნოთ - ერთმანეთია."


2. „ლამაზი თვალები გაქვს იმისათვის, რომ დაინახო კარგი სხვებში. ლამაზი ტუჩები კი იმისათვის, რომ წარმოთქვა კეთილი სიტყვები."


3. „ადამიანები ნივთებზე მეტად საჭიროებენ განახლებას, გადახედვას, გამოსწორებასა და გამოსყიდვას."


4. „გული გაგიტყდა? ვერავის განსჯი და ვერც დაადანაშაულებ. უბრალოდ საკმარისად იღბლიანი უნდა იყო, რომ იპოვო ადამიანი,  რომელიც დაგაფასებს."


5. „ასაკთან ერთად შენ ხვდები, რომ გაქვს ორი ხელი. ერთი საკუთარი თავის და მეორე სხვების დასახმარებლად."


6. ყველაზე მნიშვნელოვანია დატკბე ცხოვრებით და იყო ბედნიერი. მხოლოდ ეს ორი რამ არის მნიშვნელოვანი."


7. „შენ ბევრად მეტის გაგება შეგიძლია ადამიანზე იმის მიხედვით, თუ რას ამბობს ის სხვებზე, ვიდრე იმით, თუ რას ამბობენ მასზე სხვები."


8. ადამიანი, რომელსაც სასწაულების არ სჯერა, რეალისტი არაა."


9. „ვისწავლე როგორ ვიცხოვრო და შევხედო სამყაროს. განა უბრალოდ განზე გავდგები და ვუყურებ - არასოდეს გავექცევი ცხოვრებას, არც სიყვარულს, არც არაფერს."


10. „მე მჯერა ვარდისფერი ფერის. მჯერა, რომ სიცილი კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალებაა. მჯერა კოცნის, ბევრი კოცნის. მჯერა ძლიერად დარჩენის მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის. მჯერა, რომ ბედნიერი გოგონები ყველაზე მშვენიერები არიან. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე კიდევ ერთი ლამაზი დღეა..."



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი