logo_geo
D ვიტამინი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის
- +

13 მაისი. 2017. 17:45



სილამაზის მთავარი ვიტამინი და ანტიოქსიდანტი D ვიტამინია, რომელიც თქვენს ყოველდღიურ რაციონში შედის. D ვიტამინი პასუხისმგებელია წონის კლებაზე, იმუნურ სისტემასა და თვალების ბრწყინვალებაზეც კი.


რა არის D ვიტამინი? - ეს ის ჰორმონია, რომელსაც ჩვენი სხეული გამოყოფს, როცა კანს მზის ულტრაიისფერი სხივები ხვდება. თუ მზეზე დიდ დროს გაატარებთ, იმაზე მეტი ვიტამინი D გამოიყოფა, ვიდრე გჭირდებათ.


აქამდე ცნობილი იყო, რომ D ვიტამინის ნაკლებობა ბავშვებში რაქიტის განვითარებას და მოზარდებში ძვლების დასუსტებას უწყობდა ხელს. ახლა კი, ბოლო კვლევების საფუძველზე, დადგინდა, რომ ამ ვიტამინის გარეშე შეუძლებელია იმუნიტეტის შენარჩუნება, სტრესთან და უარყოფით გარემო პირობებთან გამკლავება. D ვიტამინის დეფიციტისას უარესდება განწყობა და იქმნება წონის პრობლემები.


XXI საუკუნეში ვიტამინი D „მზის" ვიტამინად გამოცხადდა და ის ძალიან საჭიროა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

 

რაზე ახდენს გავლენას ვიტამინი D?


1. მეტაბოლიზმზე. ის არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და სხეულის წონის შემცირებაში გეხმარებათ. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.


2. ქალებში ზრდის ლიბიდოს. როცა D ვიტამინის დონე ნორმალურია, თვალების ბრწყინვალებაც იმატებს.


3. აუმჯობესებს განწყობას და ხსნის დეპრესიას. სწორედ ამიტომ ნიშნავენ ექიმები მზეზე სეირნობას დეპრესიის და სტრესის დროს.


4. დადებით ენერგეტიკულ მუხტს გაძლევთ. D ვიტამინი დაღლილობასაც მოგიხსნით და ენერგიას შეგმატებთ.


5. აძლიერებს ძვლებს. შესანიშნავი საშუალებაა მოტეხილობის სამკურნალოდ. ზოგადად კი ტრავმების პრევენციისთვისაც გამოიყენება.


6. კურნავს სხვადასხვა სახის დაავადებას. მათ შორის ონკოლოგიურ დაავადებებს.


როგორ გამოვიმუშავოთ D ვიტამინი?


მზე, მზე და კიდევ ერთხელ მზე! ისე კი, ამ ვიტამინის მიღება საკვები პროდუქტებიდანაც შეგიძლიათ. ესენია: კარაქი, ყველი, რძე, ღვიძლი, კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი. ზოგიერთ შემთხვევაში კი, მას აფთიაქშიც ყიდულობენ, თუმცა, უმჯობესია, თუ მას ექიმის რეკომენდაციით დალევთ.




წყარო:oxford-med.ge


 

big_banner
არქივი