logo_geo
6 ყველაზე ძვირადღირებული წიგნი კაცობრიობის ისტორიაში
- +

13 მაისი. 2017. 18:05



წარმოგიდგენთ კაცობრიობის ისტორიაში 6 ყველაზე ძვირადღირებულ წიგნს:


ლესტერის კოდექსი (30,8 მილიონი დოლარი)

 

 

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული წიგნი თავად ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის. თუმცა მას „ლესტერის კოდექსი" ეწოდება პირველი მყიდველის გრაფ ლესტერის გამო, რომელმაც 1717 წელს შეიძინა. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი კი არა, ერთგვარი რვეულია, რომელიც და ვინჩის მონახაზებსა და მეცნიერულ შენიშვნებს მოიცავს.


„ლესტერის კოდექსი" 1994 წელს აუქციონზე 30,8 მლნ დოლარად გაიყიდა. მისი ბედნიერი მფლობელი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი ბილ გეითსია.

 


გუტენბერგის ბიბლია (25-30 მილიონი დოლარი)

 

 

პირველი დაბეჭდილი წიგნი, რომელიც 1450 წელს გამოვიდა, მისი მხოლოდ 180 ასლი გაკეთდა, დღეისათვის შემორჩენილია 48 ეგზემპლარი. 1987 წელს ერთი მათგანი იმ დროისთვის რეკორდულ ფასად - 4,5 მლნ დოლარად გაიყიდა.


შექსპირის პიესების პირველი გამოცემა (22,6 მილიონი დოლარი)

 

 

შექსპირის პიესების პირველი კრებული გამოქვეყნდა მისი გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ, 1623 წელს და მხოლოდ 1 ფუნტი ღირდა. მოიცავს 36 პიესას და შედგება 900 გვერდისგან. დღეისათვის შემორჩენილია 230-მდე ეგზემპლარი, თუმცა, ყველა მათგანი არ არის სრული. სხვათაშორის, ერთი ეგზემპლარი 2001 წელს 6,2 მლნ დოლარად იყიდა  „მაიკროსოფტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პოლ ალენმა. 2005 წელს კი ლონდონში, „სოთბის" აუქციონზე შექსპირის პიესების პირველი გამოცემის კიდევ ერთი ეგზემპლარი 5,2 მლნ დოლარად გაიყიდა. მყიდველის ვინაობა უცნობია. 15 მლნ ფუნტად არის შეფასებული ამ წიგნის ერთ-ერთი ეგზემპლარი, რომელიც 1998 წელს დარემის უნივერსიტეტიდან მოიპარეს. წიგნი 12 წლის შემდეგ აღმოაჩინეს აშშ-ში და ბიბლიოთეკას დაუბრუნეს.


„ამერიკის ფრინველები" (11.5 მილიონი დოლარი)

 

 

ალბომი „ამერიკის ფრინველები" მსოფლიოს ულამაზეს წიგნადაა მიჩნეული. ის ამერიკელმა ნატურალისტმა ჯონ ჯეიმს ოდუბონმა შექმნა. წიგნი 1827-38 წლებში ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა ლონდონსა და ედინბურგში. 2010 წელს ლონდონის აუქციონზე პირველი გამოცემის ოთხტომეული 11,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 

 

„კენტერბერიული მოთხრობები" (7,5 მილიონი დოლარი)

 

 

ჯეფრი ჩოსერმა ეს წიგნი XIV საუკუნის ბოლოს დაწერა, თუმცა სამწუხაროდ, მისი დამთავრება ვერ მოასწრო. დღესდღეობით, ამ წიგნის პირველი გამოცემის მხოლოდ 12 ეგზემპლარია შემორჩენილი, რომელთაგან ერთი კერძო მფლობელობაშია, კოლექციონერმა ის 1998 წელს 7,5 მილიონ დოლარად შეიძინა.


პტოლემეოსის „გეოგრაფია"/„კოსმოგრაფია" (3,9 მილიონი დოლარი)

 

 

პტოლემეოსის „გეოგრაფია" მოიცავს ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში შედგენილ რუკებს. 1477 წელს გამოცემული ეს წიგნი პირველი დაბეჭდილი ატლასია და ამავე დროს - პირველი ილუსტრირებული წიგნი. 2006 წელს დარჩენილი ორი ეგზემპლარიდან ერთ-ერთი 3,9 მილიონ დოლარად გაიყიდა.


 

 

big_banner
არქივი