logo_geo
უზაფხულო წელიწადი - რატომ თოვდა 1816 წლის ზაფხულში დედამიწაზე?
- +

14 მაისი. 2017. 13:25



1816 წელმა, ფაქტობრივად, ზაფხულის გარეშე ჩაიარა. წელიწადი განსაკუთრებით ცივი გამოდგა დასავლეთ ევროპისა და ამერიკისთვის - ივნისში, ივლისსა და აგვისტოშიც კი თოვდა, რისი ახსნაც მხოლოდ 1920 წელს, კლიმატური მოვლენების მკვლევარმა უილიამ ჰამფრეისმა მოახერხა.


ჰამფრეისმა „უზაფხულო წელიწადი" 1809 წელს ტროპიკებსა და 1815 წლის აპრილში ინდონეზიის კუნძულ სუმბავაზე ვულკანის უძლიერეს ამოფრქვევებს დაუკავშირა.

Description: http://funtime.ge/uploaded/funtime/2017-05/201705121606202028357529.jpg

ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა 71 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


ჰამფრეისის ვერსიით, რამდენიმე წლის შუალედით მომხდარ ორ ძლიერ ამოფრქვევას და ვულკანური ფერფლის ატმოსფეროში გაბნევას დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ვულკანური ზამთრის დადგომა მოჰყვა, რაც რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა.


ვულკანური ფერფლის დედამიწის ატმოსფეროში გავრცელებას რამდენიმე თვე დასჭირდა, ამიტომ 1815 წელს ვულკანის მოქმედების შედეგები ევროპაში ძლიერად არ იგრძნობოდა.


სამაგიეროდ, 1816 წლის მარტში ზამთრის ტემპერატურა იყო შენარჩუნებული. აპრილსა და მაისში არაბუნებრივად ბევრი ნალექი მოვიდა, ხოლო ივნისსა და ივლისში ამერიკაში ყინვები დაფიქსირდა. ნიუ-იორკსა და ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში ითოვა.


ამ დროს გერმანია უძლიერესი ქარიშხლების დამანგრეველ შედეგებს ებრძოდა. მდინარე რეინი რამდენჯერმე გადმოვიდა კალაპოტიდან.


შვეიცარიაში კი მთელი ზაფხულის განმავლობაში თოვდა.


საბოლოოდ, ევროპასა და ამერიკაში უჩვეულო სიცივეებმა კატასტროფული მოუსავლიანობა გამოიწვია.


1817 წელს ხორბლის ფასი ათჯერ გაიზარდა და მოსახლეობაში საშინელი შიმშილობა დაიწყო. ათიათასობით ევროპელმა საკუთარი სახლი დატოვა და უკეთესი ცხოვრების საძებნელად ამერიკაში გაემგზავრა, თუმცა, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია...


ინგლისელი მწერალი ქალი მერი შელი 1816 წლის ზაფხულს, მეგობრებთან ერთად, ჟენევის ტბაზე, თავის აგარაკზე ატარებდა. ცუდი ამინდის გამო, დამსვენებლები სახლიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ, ამიტომ მოწყენილობის გასაქარვებლად, მოიფიქრეს, რომ თითოეული რაიმე საშინელ ისტორიას შეთხზავდა და მეგობრებს წაუკითხავდა. სწორედ ამ დღეებში დაწერა მერი შელიმ თავისი სახელგანთქმული „ფრანკენშტეინი, ანუ თანამედროვე პრომეთეოსი", რომელიც მალე მთელმა მსოფლიომ გაიცნო.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი