logo_geo
იდუმალებით მოცული 8 ადგილი, რომლის ისტორია გაგაკვირვებთ
- +

14 მაისი. 2017. 15:52


 გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე იდუმალ ადგილს, რომელიც დღესაც დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. მომხდარი ფაქტები ამ დრომდე საკმაოდ აქტუალურია და ადამიანთა ნაწილი კვლავ ცდილობს მათ გამოკვლევას. დრო თავად გვიჩვენებს ბუნების ძალას, რაც ადამიანებისთვის ამოუხსნელია.

ქალაქი-მოჩვენება სან ჯი, ტაივანი

1

ელიტარული ზღვისპირა კურორტი სპეციალურად ადგილობრივი მდიდარი მოსახლეობისთვის შენდებოდა, მაგრამ მშენებლობის დროიდან დაიწყო უცნაური მოვლენები. იღუპებოდა ათობით მუშა: იტეხავდნენ კისერს, ვარდებოდნენ სიმაღლიდან, იღუპებოდნენ ჩამოვარდნილი მასალებისგან. ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებული იყო, რომ ქალაქში ბოროტი სულები ცხოვრობდნენ. დადიოდა ჭორები იაპონურ "სიკვდილის ბანაკზე", რომელიც ოდესღაც ამ რაიონში არსებობდა. 1980-იანი წლების ბოლოს მშენებლობა შეჩერდა. მოსახლეობას სჯეროდა, თუ ეს აშენებული შენობები დაინგრეოდა, ბოროტი სულები იქიდან გათავისუფლდებოდნენ, სწორედ ამიტომ მთავრობამ ნაგებობები არ დაანგრია.


"დაგდიზელის" მერვე ცეხი, მახაჩკალა

2

საზღვაო იარაღის საცდელი ბაზა, აშენდა 1939 წელს, მდებარეობს ხმელეთიდან 2,7 კმ-ს დაშორებით და დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს. მშენებლობა საკმაოდ დიდხანს და რთულად მიმდინარეობდა. სამწუხაროდ ბაზა ძალიან მალე დაიხურა. ახლა ეს უზარმაზარი ტერიტორია მიტოვებულია და დგას კასპიის ზღვაში, რომელიც მოგვაგონებს უძველეს საშინელებას.


გუნკაძიმას კუნძული, იაპონია

3

4

 სინამდვილეში კუნძულის სახელია ხასიმა და ეძახიან გუნკაძიმას, რაც ნიშნავს კუნძულ-კრეისერს. მოცემულ ადგილზე ხალხი შეასახლეს 1810 წელს, როდესაც იქ აღმოაჩინეს ქვანახშირი. 50 წლის განმავლობაში ის გადაიქცა მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულად. ერთი კილომეტრის რადიუსში ცხოვრობდა 5300 კაცი. 1974 წლისთვის კუნძულის მარაგები ამოიწურა და მოსახლეობამ დატოვა ის. დღეს კუნძული მიტოვებულია, შესვლა აკრძალულია, ხალხში კი არსებობს უამრავი ლეგენდა ამ ადგილის შესახებ.


ფსიქიატრიული კლინიკა ლიერ სიკეხუსი, ნორვეგია

5

 ნორვეგიულ ფსიქიატრიულ კლინიკას, რომელიც მდებარეობს პატარა ქალაქ ლიერში(ოსლოდან ნახევარი საათის გზაზე), აქვს ბნელი წარსული. ოდესღაც აქ ექსპერიმენტებს ატარებდნენ ავადმყოფებზე და გაურკვეველი მიზეზების გამო საავადმყოფოს ოთხი კორპუსი მიტოვებული იქნა 1985 წელს. იმ ადგილებში დარჩა აღჭურვილობა, საწოლები, ჟურნალები და პირადი ნივთები. გასაკვირია, რომ საავადმყოფოს დარჩენილი რვა კორპუსი დღემდე მუშაობს.


მიტოვებული სასტუმრო "სალტო", კოლუმბია

6

 1924 წელს ქალაქ სან-ანტონიო-დელ-ტეკენდამაში ააშენეს ულამაზესი სასტუმრო "რეფუჯიო ელ სალტო". ცოტა ხნის შემდეგ სასტუმრო დახურეს, რისი მიზეზიც სტუმართა გახშირებული თვითმკვლელობა გახდა. ამ ადგილის გარშემო დადის უამრავი ბოროტი ლეგენდა და ჭორი.


წყალქვეშა ქალაქი "შიჩენი", ჩინეთი

7

ეს წარმოუდგენელი ქალაქი 1341 წლისაა. "შიჩენი" ან მეორენაირად "ლომის ქალაქი" შეეწირა ჰესის მშენებლობას. ქალაქი ჩავიდა წყლის ქვეშ, ხოლო ირგვლივ აღმოცენდა ულამაზესი ხელოვნური ტბა, 1078 კუნძულით.

 სან-ხუან-პარანგარიკუტიროს ეკლესია, მექსიკა

8

 ეკლესია განთავსებულია უძველეს სოფელში. 1954 წელს ის მთლიანად დაფარა ვულკანმა პარიკუტინმა. სოფელი მთლიანად განადგურდა. სასწაული ძალით ეკლესიის საკურთხეველი და სამრეკლო გადარჩა. ნაგებობის იატაკზე ლავისგან დარჩენილი კონუსები ეკლესიის მოხატულობას მოგვაგონებს.


ციხე-ქალაქი "კოულუნი", ჰონგ-კონგი, ჩინეთი

9

 ქალაქი მდებარეობდა ჰონგ-კონგში, მაგრამ ის არ ემორჩილებოდა მთავრობას, იმყოფებოდა მაფიის ხელმძღვანელობის ქვეშ. შიგნით პროსტიტუცია და ნარკოვაჭრობა ყვაოდა. ამ ადგილს აგრეთვე საკუთარი წარმოება ჰქონდა, როგორიცაა ვერმიშელი და ა.შ პროდუქცია იაფი იყო, გადასახადები არ არსებობდა და სამუშაოც ადვილად იშოვებოდა. ქალაქს ჰქონდა საკუთარი მოხუცთა თავშესაფარი, ბაღი და სკოლა. 1990-იანი წლების დასაწყისში ამ ქალაქში კვადრატულ კილომეტრზე 2 000 000 ადამიანი ცხოვრობდა. გამოსახლების რთული პროცესის შემდეგ, 1995 წელს იქ გახსნეს პარკი. ქალაქის რამოდენიმე ისტორიული არტეფაქტი, მათ შორის იამენის შენობა და აღმოსავლეთის კარიბჭის ნარჩენები იქნა შემონახული.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი