logo_geo
„იმის ნაცვლად, რომ ხარჯოთ ფული ძვირადღირებულ საშუალებებში, სცადეთ რეცეპტი, რომელიც ხოცავს ბაქტერიებს...“
- +

14 მაისი. 2017. 18:49




რა თქმა უნდა, საპირფარეშოს დალაგება ერთ-ერთი უსიამოვნო საქმიანობაა, მაგრამ როგორც უნდა გვძულდეს და გვეზარებოდეს, მაინც ვიცით, რომ აუცილებლობას წარმოადგენს. საპირფარეშო მუდამ სუფთა და სტერილური სახით გვქონდეს, ეს არც ისე იოლია, თუმცა აუცილებელია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. იცით, როგორ უნდა გაიიოლოთ ეს საქმე?


იმის ნაცვლად, რომ ვხარჯოთ ფული ძვირადღირებულ საშუალებებში, რომლებიც გაჯერებულია აგრესიული ქიმიკატებით, იქნებ გეცადათ ისეთი რეცეპტი, რომელიც ანეიტრალებს სუნს და ხოცავს ბაქტერიებს.


წარმოგიდგენთ რეცეპტს:


160 გრამი საჭმელი სოდა;


60 მილილიტრი ლიმონის წვენი;


1/2 (ნახევარი ჩაის ჭიქა, ე. ი. დაახლოებით 100 გრამი) ჭიქა ძმარი;


1 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი;


15-20 წვეთი ნებისმიერი სურნელოვანი ზეთი;


მომზადების წესი:


საჭმელი სოდა და ლიმონის წვენი აურიეთ პატარა ჯამში. ცალკე, სხვა ჯამში შევურიოთ წყალბადის ზეჟანგი და ძმარი. ამას დავასხათ ლიმონისა და სოდის ნარევი ნელა-ნელა, შეიძლება ითქვას წვეთ-წვეთად. ბოლოს დავამატოთ სურნელოვანი ზეთი იმის მიხედვით, რისი სუნიც გსიამოვნებთ.


აიღეთ პატარა კოვზი და გააკეთეთ ამ მასისგან ბურთულები. მოათავსეთ ისინი პერგამენტის ქაღალდზე და გააშრეთ. მათ გაშრობას დაახლოებით 4 საათი დასჭირდება, მაგრამ უკეთესია, თუ მთელი ღამით დატოვებთ. როცა კარგად გამოშრება, ჩაყარეთ ჰერმეტულად დახურულ შუშის ქილაში. ყოველთვის, როცა თქვენი უნიტაზი არ მოგეწონებათ, გამოიყენეთ ისინი. კვირაში სავარაუდოდ 2-3 ცალი გეყოფათ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი