logo_geo
რა არის ლამაზი ფეხების საიდუმლო...
- +

16 მაისი. 2017. 00:00



გინდა, რომ შენი ფეხები ჯანმრთელი და ლამაზი იყოს? ყურადღება მიაქციე იმას, რასაც ჭამ ყოველ დღე. სასარგებლო ნივთიერებები, რომლებსაც პროდუქტები შეიცავს, ამაგრებენ ვენებს, აღადგენენ ტონუსს და ელასტიკურობას.


იზრუნე იმაზე, რომ შენს მაგიდაზე ყოველთვის იყოს პროდუქტები ვიტამინი C-ს შემცველობით. ამ მნიშვნელოვანი ვიტამინის შემცველობის ჩემპიონი პროდუქტები გახლავთ: ციტრუსები, კივი, მარწყვი, შავი მოცხარი, ხურტკმელი. ამას გარდა, ოხრახუში და კომბოსტო.

შემოდგომაზე მწიფდება ქაცვი. გამოწურე წვენი და დაამატე თაფლი, თუ მჟავე სასმელი არ გიყვარს.


შენი იდეალური საუზმე: უცხიმო ხაჭო + ხილის სალათი + მწვანე ჩაი.


მიიღე პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ვიტამინ E-ს. ის მნიშვნელოვანია ვენების ელასტიკურობისთვის (სალათის ფოთოლი, ღვიძლი, მწვანე ხახვი, კვერცხის გული, მწვანე ლობიო).

 

შენი იდეალური სადილია: მწვანე სალათა ზღვის პროდუქტებით, მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთით.


დაიცავი წყლის მიღების რეჟიმი, რომ აკონტროლო სისხლის სიბლანტე.


შენი წყლის რეჟიმი: შეეცადე დღის განმავლობაში, ყოველ ერთ საათში 150 მლ წყალი დალიო.

 

სიმძიმე ფეხებში, სისხლჩაქცევები, ტკივილი და ფეხის ე.წ. გაკვანძვა ვარიკოზის ნიშნებია. სამწუხაროდ, კრემებისა და გელების გამოყენება მხოლოდ კოსმეტიკურ ეფექტს იძლევა. პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებლად გაიარე ექიმთან კონსულტაცია, რომელიც დაგეხმარება საჭირო პრეპარატის შერჩევაში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი