logo_geo
მეცნიერები მოლაპარაკე ქაღალდს ქმნიან
- +

18 მაისი. 2017. 03:45



მიჩიგანის შტატის მეცნიერებმა შეიმუშავეს მოქნილი მასალა, რომელიც მექანიკური ვიბრაციით ხმას გამოსცემს. მისი საშუალებით მეცნიერებს მოლაპარაკე ქაღალდის, ან მომღერალი დროშების შექმნა შეეძლებათ. კვლევის შესახებ სტატიას Nature Communication აქვეყნებს.


მიგნებას საფუძვლად FENG-ის ელექტრობის ნანოგენერატორი უდევს. ამ მასალას მექანიკური ენერგიის დენის სახით გარდაქმნა შეუძლია. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ FENG სმარტფონების და სხვა სატარებელი ხელსაწყოების წყარო გახდებოდა.თუმცა, რამდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ მასალის სულ სხვა თვისებები აღმოაჩინეს.


„წარმოიდგინეთ გაზეთი, რომლის ფურცლები ერთდროულად მიკროფონიც არის და დინამიკიც. სულაც მთელი ნომრის შედგენა შეიძლება, რომელიც რეაქციას იძლევა საუბარზე და თავადაც ესაუბრება მკითხველს", - ამბობს კვლევის ავტორი, ნელსონ სეპულვედა.


ტექნოლოგიის დემონსტრირებისთვის FENG დროშაში ჩასვა. მეცნიერი მის გამოყენებას ხმაურის შესამცირებლად, საფრთხეების გამაფრთხილებელ სისტემად და კიდევ სხვა მიზნებისთვის აპირებს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი