logo_geo
განათლების 10 დამახასიათებელი ნიშანი, რამაც იაპონია ერთ-ერთ განსაკუთრებულ ქვეყნად აქცია
- +

16 ნოემბერი. 2016. 10:53

იაპონელი ხალხის გენიალობა და უნიკალურობა ყველასთვის ცნობილია. ხოლო მათ საგანმანათლებლო სისტემას თუ გავეცნობით, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით.



ჯერ მანერები და შემდეგ ცოდნა

იაპონიაში სკოლის მოსწავლეები გამოცდებს მე-4 კლასამდე არ აბარებენ (ვიდრე 10 წლის არ გახდებიან), ამის ნაცვლად დამოუკიდებელად მოკლე თემებს წერენ. მიჩნეულია, რომ აკადემიური განათლების პირველი სამი წელი - არ არის მთავარი. აქცენტი აღზრდაზე კეთდება, ბავშვებს ადამიანებისადმი და ცხოველებისადმი სიყვარულს,  დიდსულოვნებას, თანაგრძნობის უნარს, ჭეშმარიტების ძიებას, თვითკონტროლსა და ბუნებისადმი სათუთ მოპყრობას ასწავლიან.



სასწავლო წელი 1 აპრილს იწყება


სხვა ქვეყნებში როცა სწავლა მთავრდება, იაპონიაში თავიანთი 1 სექტემბერი მაშინ იწყება. სასწავლო წლის დასაწყისი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოვლენას - საკურის ყვავილობას ემთხვევა, რაც ბავშვებში განსაკუთრებულ განწყობას ქმნის. აკადემიური წელი სამი ტრიმესტრისგან შედგება:  1 აპრილიდან - 20 ივლისამდე, 1 სექტემბრიდან - 26 დეკემბრამდე და 7 იანვრიდან 25 მარტამდე. აქედან გამომდინარე, იაპონელები 6 კვირა ზაფხულში, ხოლო 2 კვირა ზამთარსა და გაზაფხულზე ისვენებენ.



იაპონურ სკოლებში არ ჰყავთ დამლაგებლები, ბავშვები თავად ალაგებენ

ყოველი კლასი რიგრიგობით ალაგებს კაბინეტებს, დერეფნებსა და ტუალეტებსაც კი.  ამითი ბავშვები ადრეული ასაკიდანვე კოლექტიურ მუშაობასა და ურთიერთ დახმარებას სწავლობენ. ამავე დროს, მოსწავლეს, რომელიც ამდენ დროს შრომასა და დალაგებაში ხარჯავს, დანაგვიანების სურვილიც საერთოდ უქრება. საბოლოო ჯამში, ყოველივე ეს საკუთარი და სხვების შრომისადმი პატივისცემასა და გარემოსადმი ფაქიზ დამოკიდებულებას უყალიბებს.



სკოლებში სტანდარტიზირებული საკვები მზადდება, რომელსაც მოსწავლეები კლასებში ერთად მიირთმევენ

დაწყებით და საშუალო სკოლებში ბავშვებისთვის სპეციალურ ლანჩებს ამზადებენ, მათ მომზადებაში მზარეულებთან ერთად მედიცინის მუშაკებიც მონაწილეობენ, რათა საკვები მაქსიმალურად ჯანსაღი და სასარგებლო იყოს.  მთელი კლასის მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად საკლასო კაბინეტში სადილობენ. ასეთი ტიპის არაფორმალურ გარემოში ისინი  უფრო მეტად ურთიერთობენ, რაც მთლიანობაში დადებითი განწყობის შექმნას განაპირობებს.



დიდი პოპულარობით სარგებლობს დამატებითი განათლება

იმისთვის, რომ ბავში კარგ სკოლაში მოხვდეს, ის უკვე დაწყებითი კლასიდანვე აქტიურად ემზადება, რისთვისაც კერძოდ ან მოსამზადებელ სკოლებში დადიან. ასეთ ადგილებში მეცადინეობა საღამოობით იმართება. იაპონიაში სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც საღამო საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადავსებულია ბავშვებით, რომლებიც დამატებითი გაკვეთილებიდან სახლში ბრუნდებიან. ისინი კვირაობით და არდადეგებზეც კი მეცადინეობენ. იმის გათვალისწინებით, რომ საშუალოდ მოსწავლის სასკოლო დღე 6-8 საათი გრძელდება, გასაკვირი არ არის, რომ სტატისტიკით იაპონიაში კლასში ჩარჩენილები თითქმის არ არსებობენ.



ჩვეულებრივი გაკვეთილების გარდა მოსწავლეები იაპონური კალიგრაფიის ხელოვნებას და პოეზიას სწავლობენ

იაპონური კალიგრაფიის ანუ შოდოს პრინციპი ძალიან მარტივია: ბამბუკის ფუნჯს მელანში აწობენ და გლუვი, ჰაეროვანი მოძრაობით გამოსახავენ ფურცელზე იეროგლიფებს. იაპონიაში შოდოს მხატვრობაზე არანაკლებ აფასებენ, ხოლო ჰაიკუ - პოეზიის ნაციონალური ფორმაა, რომელიც სიმბოლურად ადამიანს და ბუნებას, როგორც ერთ მთლიან შემადგენელს, გამოხატავს.  გაკვეთილები ბავშვებს მათი  საუკუნოვანი კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას ასწავლის.



ყველა მოსწავლე ვალდებულია ატაროს ფორმა

საშუალო სკოლიდან დაწყებული ყოველი მოსწავლე ვალდებულია ატაროს უნიფორმა. ბევრ სკოლას საკუთარი ფორმა გააჩნია, მაგრამ ტრადიციულად ეს ტანსაცმელი ბიჭებისთვის სამხედრო სტილში, ხოლო გოგონებისთვის მეზღვაურის სტილშია გადაწყვეტილი. ეს ტრადიცია მოსწავლეების დისციპლინირებას ხელს უწყობს და თავად ფორმაც სამუშაო განწყობას ქმნის, ამავე დროს ერთნაირი ფორმა თანაკლასელების დაახლოებას ეხმარება.



სკოლებში დასწრება 99,99%-ს შეადგენს

ჩვენთან ძალიან ძნელია ისეთი ადამიანი ნახო, რომელიც ერთხელ მაინც არ წასულა “შატალოზე”, აქ კი ასეთი მთელი ნაციაა. ამავე დროს, იაპონელი მოსწავლეები თითქმის არ აგვიანებენ გაკვეთილებზე. ხოლო მოსწავლეების 91 % ყოველთვის უსმენს მასწავლებელს. ასეთი სტატისტიკის მქონე სხვა ქვეყანას ვერც კი მოძებნით.



ერთი გამოსაშვები გამოცდის შედეგზეა ყველაფერი დამოკიდებული

უფროსი კლასის დამთავრებისას მოსწავლე ერთ ტესტს წერს, რომელზეც არის დამოკიდებული ის უმაღლეს სასწავლებელში მოხვდება თუ არა. სკოლადამთავრებულს მხოლოდ ერთი სასწავლებლის არჩევა შეუძლია. ხელფასის ოდენობა და შესაბამისად ცხოვრების დონეც ამაზეა დამოკიდებული. ამ კუთხით კონკურენცია საკმაოდ მაღალია: სკოლადამთავრებულთა 76%-ი სკოლის შემდეგ სწავლას აგრძელებს. ამიტომაც იაპონიაში პოპულარულია ისეთი გამოთქმა, როგორიცაა “საგამოცდო ჯოჯოხეთი”.



საუნივერსიტეტო წლები - ცხოვრების საუკეთესო არდადეგებია

გასაკვირი არ არის, რომ უნივერსიტეტში მოსახვედრად ამდენწლიანი დაძაბული მომზადების ფონზე იაპონელებს გარკვეული შესვენება სჭირდებათ და ეს საუნივერსიტეტო წლებზე მოდის. ის ყოველი იაპონელისთვის ყველაზე მარტივ, სასიამოვნო და უშფოთველ პერიოდად არის მიჩნეული, რომლისადმიც ისინი ბავშობიდანვე განსაკუთრებულ პასუხიმგებლობას და სიყვარულს იჩენენ.




თარგმნილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ






 

big_banner
არქივი