logo_geo
პატრონმა განუყრელი მეგობრები თავშესაფარში ერთად ჩააბარა - ერთგულების საოცარი მაგალითი
- +

27 მაისი. 2017. 00:10


პატარა ძაღლი სისი და მისი მეგობარი ჩუბაკა საუკეთესო მეგობრები არიან. სისის მოსასვენებელი ადგილი ჩუბაკას გრძელი და თბილი ბეწვია. თავშესაფრის თანამშრომლების თქმით, როდესაც ერთად მყოფი ცხოველების გალიას გაივლიან, სისი დიდ მეგობარს ეხუტება ან მის ზურგზე სძინავს.


ეს წყვილი წლების მანძილზე ცხოვრობდა ოჯახში, რომელსაც ერთგულად ემსახურებოდა. სახლში ბავშვის მოყვანის შემდეგ შინაური ბინადრები ერთად ჩააბარეს თავშესაფარში, რადგან პატრონის თქმით, ბავშვს ცხოველებზე ალერგია ჰქონდა.


მათი სახლი თავშესაფარი გახდა. საბედნიეროდ, მომვლელებმა ცხოველებს ნება დართეს ერთ გალიაში ყოფილიყვნენ.


ისინი ყოველთვის ერთად არიან. მანქანით სეირნობის დროსაც კი ერთმანეთს ეხუტებიან.


მოხალისემ, რომელიც სისისა და ჩუბაკას პარკში ხშირად ასეირნებდა, მეგობრული წყვილის კავშირს "საოცრება" უწოდა.


მომვლელების თქმით, ძაღლები კარგი აღზრდილები იყვნენ და რბილი ხასიათით გამოირჩეოდნენ.


საბედნიეროდ, თავშესაფრის გასაჩუქებელი ძაღლების სიიდან ცხოველების ფოტოები მალე აიღეს, რადგან ისინი მზრუნველ ოჯახში ერთად გაჩუქდნენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი