logo_geo
10 ყველაზე საშიში სპორტის სახეობა
- +

28 მაისი. 2017. 13:24



სპორტს ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთი ერთი ან რამდენიმე სპორტის სახეობების გულშემატკივარია, ზოგი კი თავად მისდევს სპორტის რომელიმე სახეობას. თუმცა სპორტი ხშირად ხდება ტრავმების და უარეს შემთხვევებში გარდაცვალების მიზეზი. წარმოგიდგენთ სპორტის 10 ყველაზე საშიშ სახეობას, რომლებსაც ხშირად დიდი ზიანი მოსდევს ხოლმე, თუმცა მაინც მიმზიდველად რჩება.


ბაიკინგი

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ველოსიპედით სეირნობა ერთ-ერთი ყველაზე უწყინარი რამაა, ის მაინც სპორტის საშიშ სახეობებშია შესული. ამ სიაში მოხვედრა ბაიკინგმა ტრავმების დიდი მაჩვენებლით დაიმსახურა. ფილმში „Premium Rush" კარგადაა ასახული ეს ყველაფერი. ყოველდღიურად ქუჩებში არსებული მდგომარეობა ამტკიცებს, რომ ბაიკინგი უსაფრთხო სპორტი ნამდვილად არაა.


ფეხბურთი

 

 

ფეხბურთი საშიში სპორტის სახეობებში მეორე ადგილს იკავებს, რაც ტრავმების რაოდენობათა სიხშირითაა გამოწვეული. გამოკითხვების შედეგად, 75% არსებობს შანსი იმისა, რომ ფიზიკური დაზიანებები სწორედ ამ სპორტის შედეგად მიიღოს ადამიანმა. ყველა ფეხბურთელი რისკის ქვეშ აყენებს თავის ფიზიკურ მდგომარეობას, თუმცა ის უამრავი გულშემატკივარი, რაც სპორტის ამ სახეობას ჰყავს, ერთგვარი სტიმულია ფეხბურთელებისთვის.


კრივ

 

 

კრივი სპორტის ის სახეობაა, სადაც მონაწილეების ერთადერთ მიზანს მოწინააღმდეგისთვის დარტყმა წარმოადგენს და დაზიანებებიც ხშირია, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ის სპორტის ერთ-ერთ საშიშ სახეობადაა მიჩნეული. სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, მოკრივეთა 90%-ს თავის ტვინი აქვთ დაზიანებული.


ტანვარჯიში

 

 

ტანვარჯიში სპორტის ის სახეობაა, სადაც ბალანსი, მოქნილობა და სიზუსტე მნიშვნელოვანია. ერთი შეხედვით გრაციოზული სპორტის სახეობის მიღმა უამრავი ტრავმა იმალება. მაჯის, კოჭის, ზურგის დაზიანებები ხშირად ხდება ტანმოვარჯიშისთვის სპორტის მიტოვების მიზეზი. ჯულისა გომესი იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ინციდენტის მსხვერპლი ტანვარჯიშის ისტორიაში. 1988 წლის მაისში ოლიმპიურ ასპარეზობამდე რამდენიმე თვით ადრე მან კისრის დაზიანება მიიღო, რამაც 1991 წელს მისი სიკვდილი გამოიწვია.


ხარზე ჯირითი

 

 

ამ სპორტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ მოჯირითემ შეძლოს, არ გადმოვარდეს ხარიდან, სანამ ხარი მის გადმოგდებას ცდილობს. ცხადია, გასაკვირი არაა, რომ სპორტის ეს სახეობა ერთ-ერთი საშიშია. მოჯირითეები ყველაზე ხშირად კისრის, თავის და სახის არეში ზიანდებიან. 1989 წელს, მას შემდეგ, რაც ხარმა ერთ-ერთი კოვბოის გული გაუხვრიტა რქით, აუცილებელი გახდა დამცავი ჟილეტების შემოღება.

 

ჯამიკატუ

 

 

ჯამიკატუ, ანუ ხარების მოთვინიერებაც საშიშ სპორტის სახეობებათა სიაშია შესული. აქ ან მომთვინიერებელი იმარჯვებს, ან ხარი. მთავარია, მომთვინიერებელმა შეარჩიოს სწორი დრო და დისტანცია, რათა შეძლოს ხარის დამორჩილება და გამარჯვება.


ხარების რბენა

 

 

ხარების რბენა ესპანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მასში მონაწილეობას ხარების გარდა ადამიანებიც იღებენ. ისინი ცდილობენ, თავი დაიცვან ხარებისაგან, რომლებიც ერთდროულად გამორბიან. ახალგაზრდები ცდილობენ, ყოყოჩობა გამოავლინონ და ხარებთან რაც შეიძლება ახლოს ირბინონ. თუმცა ამ სპორტით წელიწადში 50-100 ადამიანი ზიანდება ხარების რქენისგან.


წყალქვეშა ყვინთვა

 

 

წყალქვეშა ყვინთვა, იგივე სქუბა დაივინგი, მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული სპორტის სახეობაა. ამ სპორტის მთავარი მიზანი ისაა, რომ მყვინთავმა გაძლოს წყალქვეშ რაც შეიძლება დიდხანს და დატკბეს წყალქვეშა სამყაროს მშვენიერებით. თუმცა წყალქვეშა ყვინთვის დროს შესაძლოა მან დაიზიანოს ფილტვები, ყურის დაფის აპკები ან ფისტულები. ხშირია სისხლძარღვებისა და ქსოვილების დაზიანება და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა.


ცხენით ჯირითი

 

 

ლამაზ და შეუპოვარ ცხენზე ჯდომა და ჯირითი ალბათ ყველასთვის განტვირთვის კარგი საშუალებაა, თუმცა სწორედ ცხენზე ჯირითისას მოჯირითემ შეიძლება სერიოზული დაზიანებები მიიღოს და ეს მისი სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. ხშირია შემთხვევები, როცა მოჯირითეს ცხენი ძირს აგდებს და ეს მათთვის საბედისწერო ხდება. ასე რომ, თუკი გადაწყვეტთ თქვენს საოცნებო ცხენზე ჯირითს, აუცილებლად გაითვალისწინეთ მოსალოდნელი საფრთხეებიც.


ბეის ჯამფინგი

 

 

სპორტის ეს სახეობა ადრენალინის გამომუშავების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, თუმცა საკმაოდ რისკის შემცველიც. სწორედ რისკების საშიშროებაა მიმზიდველი მათთვის, ვინც დიდი სიმაღლიდან გადმოხტომას გადაწყვეტს. არსებობს საშინელი შემთხვევებიც, როცა ბევრი ადამიანი დაზიანებულა ან გარდაცვლილა გადმოხტომის დროს. თუმცა ბეის ჯამფინგი მაინც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ სპორტად და ბევრისთვის აუხდენელ ოცნებად.


 

 

big_banner
არქივი