logo_geo
„ზოგჯერ გონივრულ და თბილ საქციელს გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს“, - პოლიციელის ფოტომ მსოფლიო შეძრა
- +

28 მაისი. 2017. 17:43



ცოტა ხნის წინ, ტიმ პარდი, პოლიციელი ქალაქ შარლოტიდან, გამოძახებაზე გავიდა. მოსწავლე, რომელიც აუტიზმით იყო დაავადებული და წარსულში აგრესიული ქმედებები ახასიათებდა, სკოლიდან გავიდა და კამპუსში ქაოსი შექმნა. სკოლის თანამშრომლები ფიქრობდნენ, რომ ბიჭი თვითმკვლელობას შეეცდებოდა.


ოფიცერმა პარდიმ იცოდა, რომ სიტუაცია რთული იყო და თითოეული ნაბიჯის ყურადღებით გათვალა. აგრესიისა და მუქარის მაგივრად, მან პრობლემის სხვაგვარად გადაჭრა განიზრახა. და მოიფიქრა ხერხი, რომელზეც დიდ ხანს ლაპარაკობდნენ.


იმისთვის, რომ ოფიცერს ბიჭთან კონტაქტი დაემყარებინა, მასთან ერთად მიწაზე დაჯდა და საუბარი დაუწყო. პარდიმ ბიჭის გაცინებაც კი შეძლო. ოფიცერმა ბიჭის ნდობა მოიპოვა და ასე დაეხმარა.


ეს არის ნამდვილი პოლიციელის მოქმედება - ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი ვინმე დააკავო ან დააპატიმრო. ზოგჯერ გონივრულ და თბილ საქციელს გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი