logo_geo
რა შეცდომებს ვუშვებთ კბილების გახეხვისას
- +

28 მაისი. 2017. 19:52


 

არასაკმარისი ხანგრძლივობის წმენდა - სტომატოლოგები კბილების გახეხვას 2-3 წუთის განმავლობაში გვირჩევენ.

 

 

კბილების გახეხვის არასათანადო კონტროლი - ამ დროს უნდა ვიყუროთ სარკეში და ვაკონტროლოთ კბილის ჯაგრისის მოძრაობის ტრაექტორია. არ უნდა გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი ზონა - ღრძილების ხაზი. სწორედ აქ გროვდება დიდი რაოდენობით ბაქტერია და ნადები, რამაც შეიძლება ღრძილების ანთება - გინგივიტი გამოიწვიოს.



ყურადღება უნდა მიექცეს ასევე უკანა კბილებს. ჯაგრისის ჯაგრულები კბილის ზედაპირთან 45%-იანი კუთხით უნდა მოთავსდეს. კბილების წმენდა ჯაგრისის წრიული მოძრაობით უნდა მოხდეს.


არასწორად შერჩეული კბილის ჯაგრისი - კბილის მინანქარი ან ღრძილები რომ არ დაზიანდეს, უმჯობესია გამოვიყენოთ რბილი ან საშუალო სირბილის ჯაგრისი. კბილის ჯაგრისი უნდა შეიცვალოს 3 თვეში ერთხელ.



არასწორად შერჩეული კბილის პასტა - სოდის შემცველი კბილის პასტები კარგია ლაქების მოსაშორებლად, თუმცა მინანქრისთვის მავნებელია. არააბრაზიული კბილის პასტები კბილის მინანქარს არ ვნებს.



კბილის ძაფის არასწორად გამოყენება - იგი ასუფთავებს კბილებს შორის არეს, სადაც კბილის ჯაგრისი ვერ წვდება. დაიხვიეთ კბილის ძაფი დიდ და საჩვენებელ თითებზე და ფრთხილად გაისუფთავეთ კბილთა შორის სივრცე.



პირის ღრუს სავლების უგულებელყოფა - კბილების გახეხვა და ძაფით გასუფთავება, კბილებიდან ნადებსა და ბაქტერიებს აშორებს. გამოვლება კი საკვანძო მომენტია ამ ბაქტერიების პირის ღრუდან მოშორებაში. სასურველია სავლები არ შეიცავდეს სპირტს.


 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი