logo_geo
მეცნიერების საგანგაშო დასკვნა - რისი გამოწვევა შეუძლია „მსუბუქ“ სიგარეტს
- +

30 მაისი. 2017. 15:09



ოჰაიოს უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ჯანმრთელობისთვის „მსუბუქი" სიგარეტიც საშიშია. აღნიშნული სახეობის სიგარეტმა შეიძლება ფილტვების განსაკუთრებულად აგრესიული კიბო - ადენოკარცინომა გამოიწვიოს. 


მეცნიერების თქმით, ადენოკარცინომის განვითარებას შეიძლება იწვევდეს „მსუბუქი" სიგარეტის ფილტრში არსებული სავენტილაციო ხვრელი, რომელიც მწარმოებლების მტკიცებით, კვამლს ათავისუფლებს კუპრისა და სხვა კანცეროგენებისგან. ამ ხვრელით სუფთა ჰაერი ხვდება სიგარეტის კვამლში, აზავებს და მწარმოებლების მტკიცებით, ნაკლებად მავნეს ხდის მას.



ჯანდაცვის ამერიკული სამსახურების მიერ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან შეგროვებული მონაცემების ანალიზი და თავად თამბაქოს კომპანიების მიერ წარმოებული კვლევები მეტყველებს, რომ „მსუბუქი" სიგარეტი ნამდვილად ნაკლებად მოქმედებს ორგანიზმზე. თუმცა, ეს დადებითად არ მოქმედებს ადენოკარცინომის სტატისტიკაზე. ფილტრის თავისებურებების შედეგად, ადამიანი უფრო დიდხანს (და როგორც წესი, ხშირადაც) ეწევა „მსუბუქ" სიგარეტს. ამის შედეგად, კვამლი ხვდება ფილტვების ყველაზე ღრმა ნაწილში და დროთა განმავლობაში ადენოკარცინომის პროვოცირებას იწვევს. მეცნიერები მსგავსი ფილტრების აკრძალვას ითხოვენ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი