logo_geo
რომელი კურორტი რა დაავადებას კურნავს?
- +

31 მაისი. 2017. 13:27



საქართველოში უამრავი კურორტია, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულება გააჩნია. წარმოგიდგენთ კურორტებს, რომელიც დაავადებებს კურნავს.


წაღვერი

Description: image

სიმაღლე: 1020-1050 მეტრი ზღვის დონიდან


წაღვერი არის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც გარშემორტყმულია მთლიანად წიწვოვანი ტყით. აქ მდებარე მინერალურმა წყაროებმა და სუფთა, ტენიანმა ჰაერმა განაპირობა ის ფაქტი, რომ წაღვერი საუკეთესო საშუალებაა კომპლექსური დაავადებების სამკურნალოდ.


წაღვერში კურორტული მკურნალობის ჩვენებებია: ქრონიკული გასტრიტი, ჰეპაროქოლეცისტიტი და საშარდე გზების დაავადებები.


ბაკურიანი

Description: image

სიმაღლე: 1750-1950 მეტრი ზღვის დონიდან.


ბაკურიანი არის მაღალი მთის საუკეთესო კურორტი, აქ არის მშრალი ჰავა და, შესაბამისად, აქ ზამთარი საუკეთესო სეზონია დასვენებისთვის. ბაკურიანის კურორტი სასარგებლოა ისეთი დაავადებებისთვის, როგორებიცაა: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტი, მეორეული სისხლნაკლულობა, რაქიტი და ბრონქული ასთმის მსუბუქი თუ საშუალო ფორმები.


შოვი

Description: image

სიმაღლე: 1600 მეტრი ზღვის დონიდან.


შოვის კურორტი საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი გამორჩეულია მინერალური წყლებით, ჯერჯერობით მას მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემისა და საშარდე გზების დაავადებებზე სამკურნალოდ იყენებენ. შოვის ჰავის თავისებურებები ხელსაყრელია კომბინირებული დაავადებების კომპლექსური მკურნალობისთვის.


მკურნალობის ჩვენებებია: გულსისხლძარღვთა დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები, ბრონქიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქრონიკული ჰეპატიტი, ძვალ-სახსართა სისტემების დაავადებები და სხვა...


ბახმარო

Description: image

სიმაღლე: 1913-1990 მეტრი ზღვის დონიდან.


ბახმარო საქართველოს ულამაზესი კურორტია, მისი თვისებების გამოყენება განსაკუთრებით ხელსაყრელი ზაფხულშია, აქ არის ზღვის ჰავასთან შერწყმული საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა. ბახმაროში მკურნალობის ჩვენებებია: გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებები.


აბასთუმანი

Description: image

სიმაღლე:1200-1500 მეტრი ზღვის დონიდან.


აბასთუმანი ცნობილია გამაჯანსაღებელი ჰავითა და გოგირდოვანი წყლებით, მკურნალობის ჩვენებებია: ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა და მისი თანხლებით მიმდინარე დაავადებები, ტუბერკულოზური ლიმფატები და პლევრიტები, ქრონიკული ბრონქიტი და ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები.



საირმე

Description: image

სიმაღლე:1100 მეტრი ზღვის დონიდან.


საირმეში მდებარეობს დიდი რაოდენობით მინერალური წყალი, ამიტომაც აქ მინერალური წლის აბაზანებითა და მიღებით მკურნალობენ. მკურნალობის ჩვენებებია: შარდ-სასქესსო დაავადებები, ქრონიკული ნეფრიტი, ცისტიტი, ქრონიკული პროსტატი, რკინადეფიციტური ანემია, მსუბუქი და საშუალო დონის შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, პანკრეატიტი და სხვა...


ახტალა

Description: image

სიმაღლე: 410-430 მეტრი ზღვის დონიდან.


ახტალა დაბალი კურორტია. ზღვის დონესთან მისი დაბალი მდებარეობა ქმნის დაბალი მთის კლიმატურ ზონებს. ახტალაში მკურნალობის ჩვენებებია: გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებები და სახსრების დაავადებები.


ურეკი

Description: image

ურეკი კურორტებში ქვიშითაა ცნობილი, ურეკი საუკეთესოა სისხლძარღვების დაავადებებისა და ქრონიკული მრავალფეროვანი დაავადებების სამკურნალოდ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი