logo_geo
„ყველაზე ახლოს იუპიტერთან“ - „ჯუნოს“ ფოტოსესია
- +

31 მაისი. 2017. 21:38



ფერად ფოტოთა თანმიმდევრობაზე კარგად ჩანს თუ როგორ სწრაფად იცვლება NASA-ს კოსმოსურ ხომალდ „ჯუნოს" ხედვის გეომეტრია იუპიტერთან მიახლოებისას.


ყოველ 53 დღეში ერთხელ, ჯუნო იუპიტერს უახლოვდება და მისი ღრუბლების თავზე სრიალებს. მოცემული 14 ფოტო გადაღებულია ორი საათის განმავლობაში, იუპიტერის ჩრდილოეთ პოლუსიდან სამხრეთის მიმართულებით მოგზაურობის დროს. 


პირველ, მარცხენა ფოტოზე ასახულია ნახევარი იუპიტერი, ცენტრში ჩრდილოეთ პოლუსით. პლანეტასთან მიახლოებასთან ერთად, იცვლება ჰორიზონტი და მცირდება მხედველობის დიაპაზონი. მესამე და მეოთხე ფოტოები ასახავს თუ როგორ გადაადგილდება ჩრდილოეთ პოლარული რეგიონი ჩვენი მხედველობის არეალიდან და სცენას იკავებს ღრუბელთა ტალღა. მეხუთე ფოტოს ცენტრში ასახულია ამ ტურბულენტურ ღრუბელთა სარტყელი. მეშვიდე და მერვე სურათი გადაღებულია მანამ, სანამ ხომალდი ყველაზე ახლოს მივიდოდა იუპიტერთან, ეკვატორის სიახლოვეს.


სამხრეთ ნახევარსფეროს გადაკვეთის შემდეგ, მე-9, მე-10 და მე-11 ფოტოებზე დომინირებს „სამხრეთ ტროპიკული ზონა". მე-12 და მე-13 ფოტოებზე წარმოჩენილი თეთრი ოვალები იუპიტერის „მარგალიტის ზოლების" სახელითაა ცნობილი. მე-14 ფოტოზე ასახულია ჯუნოს მიერ დანახული იუპიტერის სამხრეთ პოლუსი.


 

 


 

big_banner
არქივი