logo_geo
რომელი პროფესიები აღარ იარსებებს 45 წლის შემდეგ - მეცნიერების ახალი კვლევა
- +

1 ივნისი. 2017. 22:32


ოქსფორდის უნივერსიტეტის კაცობრიობის მომავლის ინსტიტუტის მეცნიერებმა და იელის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერბათა განყოფილებამ შეაფასეს ვადები, თუ როდის გადააჭარბებს ხელოვნური ტვინის შესაძლებლობები ადამიანის გონს. შესაბამისი კვლევის მოკლე ვერსიას New Scientist აქვეყნებს.


სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანურს ენების დარგამში 2024 წლისთვის გადაუსწრებს, სკოლის დამთავრებისას ესეების წერაში - 2026 წლისთვის. ის მთლიანად შეცვლის სატვირთო მანქანების მძღოლებს 2027 წელს. საცალო მაღაზიების გამყიდველები გაქრებიან 2031 წელს, ბელეტრისტიკის მწერლები - 2049 წელს. ქირურგის პროფესია საჭირო აღარ იქნება 2053-ში.


კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ადამიანის ინტელექტის 50 %-ს ხელოვნური 45 წლის შემდეგ შეცვლის, 120 წლის შემდეგ კი ყველა შესაძლო სამუშაო პოზიციას რობოტები დაიკავებენ.


მეცნიერული კვლევა ხელოვნური ინტელექტის 352 მსოფლიო ექსპერტის გლობალურ გამოკითხვაზეა დაფუძნებული. ნაშრომლის ავტორების თქმით, აზიელი მეცნიერები უფრო ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებ, როცა ვარაუდობენ, რომ რობოტი ადამიანს საშუალოდ 30 წელიწადში შეცვლის.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი