„ემიგრანტების ოცნება ამერიკაა!" - ეს ფრაზა ახალგაზრდა უნგრელი ფოტოგრაფის ფლორა ბორსის ინსპირაციად იქცა. მან სპეციალური ფოტოპროექტი შემოგვთავაზა - რა მოხდება თუ ყველა ემიგრანტის ოცნება ახდება და აშშ-ში აღმოჩნდება. ფოტოგრაფმა სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ძველი ფოტოებიდან ამოჭრა და თანამედროვე ნიუ იორკის ცენტრში ჩასვა.
ფლორა ბორსი აღნიშნული პროექტით დონალდ ტრამპის პოლიტიკასაც შეეხო, რომელიც ემიგრანტებისათვის აშშ-ში ჩასვლას ართულებს.
„ეს არ არის ისტორია, ეს დღევანდელობა", - ამბობს ფლორა ბორსი.