logo_geo
მეცნიერები: ნარკოტიკებისკენ მიდრეკილება გენეტიკურია
- +

2 ივნისი. 2017. 03:30



თაგვებზე ჩატარებულმა უჩვეულო ცდამ აჩვენა, რომ ნარკოტიკებისკენ მიდრეკილება შესაძლოა მამიდან ვაჟზე გადადიოდეს. ამის მიზეზი კი ნარკოტიკის მიერ, დნმ-ის ცილის "შეფუთვის"ცვლილების უნარია. ვრცლად კვლევას ჟურნალ Nature Communications-ი ავრცელებენ.


ადამიანისა და ყველა ცოცხალი არსების გენეტიკური მასალა მოთავსებულია სპეციალურ ცილა-ჰისტონებში, რომელიც დაკლაკნილ დნმ-ს აკავებს და გავლენას ახდენს ინდივიდუალური გენის "წაკითხვადობაზე".


ჩინელი მეცნიერი ლი ცუმინი შანჰაის უნივერსიტეტიდან, თავის კოლეგებთან ერთად დიდხანს აკვირდებოდა თაგვის შვილების განსხვავებულ ქცევას, რომელთა მშობლები მთელი წლის განმავლობაში კოკაინის დოზას იღებდნენ.


მეცნიერები აღნიშნავენ, რომ "ოჯახში" ნარკოტიკებს მხოლოდ მამა იღებდა - დედა არასდროს მიკარებია კოკაინს, რაც გამორიცხავდა ნაყოფის განვითარების პერიოდში, ნარკოტიკული ნივთიერების შეღწევას შთამომავლობაში.


აღმოჩნდა, რომ იმ თაგვებს, რომლის მამები კოკაინზე "იჯდნენ", ნარკოტიკული დამოკიდებულება უფრო სწრაფად განუვითარდა. მათი ტვინი უფრო სწრაფად რეაგირებდა, როდესაც სპეციალურ მოწყობილობაში მკვლევარები კოკაინის დოზას ამატებდნენ.


მათი ტვინისა და სხვა ორგანოების გაანალიზების შემდეგ ლი ცუმინი დარწმუნდა, რომ საქმე დნმ-ის ცილის "შეფუთვის" ცვლილებაში იყო, რომელიც დროსთან ერთად პირველ გამომცდელებზე დაფიქსირდა და შემდგომ მათ შთამომავლობაზე "გადაიწერა". საინტერესოა, რომ მსგავსი ეფექტი დაფიქსირდა შვილიშვილებშიც, რაც ნიშნავს იმას, რომ ნარკოტიკების მიმართ სისუსტე შესაძლოა ბავშვებზე მამიდან გადადიოდეს. ​


თუ მსგავსი რამ ადამიანის ორგანიზმშიც ხდება, ეს ზუსტად ხსნის ნარკო და ალკოდამოკიდებულების "ოჯახურ" ხასიათს. ჰიპოთეზის დამტკიცდების შემთხვევაში, მეცნიერები შეძლებენ მუცლადყოფნის პერიოდში, გენეტიკური ნიშნის ნორმის ფარგლებში მოქცევას და მშობლის დაავადებისგან ბავშვის გადარჩენას.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი