logo_geo
„ქვრივ-ოხერი“ დედის ჩივილი შვილის წართმევის გამო და გულმოწყალე მეფის სამართლიანი გადაწყვეტილება
- +

2 ივნისი. 2017. 12:15




ერეკლე II მამუკა გუგულაშვილის ქვრივის წერილს 1785 წლის 27 იანვარს გამოეხმაურა. ქვრივი მეფეს სწერდა, რომ მისი 10 წლის შვილი მსახურად წაიყვანეს მუხრან-ბატონის აზნაურებმა. მეფის გადაწყვეტილებით, აზნაურიშვილს დედისთვის შვილის დაბრუნება დაევალა, სანამ ის 15-16 წლის გახდებოდა.


ქვრივი: „ჩემის ქვრივოხრობით ერთი ყმაწვილი გავზარდე. ათის წლისა რომ შეიქნა, მუხრან-ბატონის აზნაურშვილმა მამტაცა და მსახურათ წაიყვანა... მიშველე რამე, მე უჩემშვილოთ ვერ გავძლებ, თუ არა მეშველა რა, თავს მაინც დავიხრჩობ..."


ერეკლე მეფის ოქმი ქვრივის წერილზე: „ქ. ბატონო სახლთუხუცესო მუხრანის ბატონო იოვანე!... რადგან ყმაწვილი ყოფილა, ისევ თავის დედას მისცეს თავისი შვილი იმ შენმა აზნაურშვილმა, გაიზარდოს და იმსახუროს, დააცადოს მანამდისინ თხუთმეტ-თექვსმეტის... მერათ როგორ მართებული იყოს, ისე იმსახუროს".


Description: https://scontent-sof1-1.xx.fbcdn.net/v/t1.0-9/p720x720/18835663_1792508770766592_8656592641597126009_n.jpg?oh=d43dbd314b29fe3d934af87e7c546490&oe=59A392D3


 

big_banner
არქივი