logo_geo
კატასტროფის ადგილები - ფოტოგრაფების მიერ წყალქვეშ გადაღებული შემაძრწუნებელი კადრები
- +

5 ივნისი. 2017. 03:07



გასულ წელს, ბრიტანელი ფოტოგრაფი, სტივ ჯონსი, ადრიატიკის წყლებში ფოტოებს იღებდა, როდესაც მის ობიექტივში ზღვის ფსკერზე მდებარე, კარგად შენახული, ამერიკული ბომბდამშენი B-17G Flying Fortress აღმოჩნდა. თვითმფრინავი 1944 წელს, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მიერ იყო ჩამოგდებული.


ჯონსის თქმით, ასეთ ადგილებში ჩაყვინთვა ამაღელვებელი და სულისშემკვრელია. ამავდროულად, მას სევდიანი და მძიმე ფიქრებიც მოაქვს, რადგან ცხადი ხდება, რომ იქ ოდესღაც ტრაგედია დატრიალდა და ეს სევდა, ხშირ შემთხვევაში, ფოტოებშიც კარგად ჩანს.


კუნძულ ვისთან გადაღებულმა ფოტოებმა დიდი გავლენა მოახდინეს ჯონსის ცხოვრებაზე. ნამუშევრების ფოტოკონკურსზე "წლის წყალქვეშა ფოტოგრაფი" გატანის შემდეგ, მან ავიამოიერიშის დაღუპული პილოტის ოჯახის წევრების ყურადღება მიიპყრო, რომლებსაც კატასტროფის ადგილი იმ მომენტამდე ნანახი არ ჰქონდათ. ოჯახის წევრებსა და ჯონსს შორის მიმოწერა გაიმართა, რაც ჯონსის თქმით, მისთვის ჩაყვინთვაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

 


წყალქვეშა ფოტოგრაფიისა და საკუთარი გრძნობების შესახებ შვედი ფოტოგრაფი ანდრეს ნიუბერგიც ყვება:


„როდესაც ყვინთავთ იმ ადგილას, სადაც გემმა ან თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, და უახლოვდებით მათ, თუნდაც შემთხვევიდან 100 წლის შემდეგ, გრძნობთ რომ დრო გაიყინა"

 

 

ნიუბერგის განმარტებით, ჩაძირულ ხომალდებთან ყვინთვა სულისშემძვრელი პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მარტივი არ არის, ნიუბერგი მიიჩნევს, რომ ეს ყოველდღიური სტრესისთვის თავის დაღწევის კარგი საშუალებაა.



 





 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი