logo_geo
ასტრონომებს „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავის“ საიდუმლოს ახალი ახსნა აქვთ
- +

7 ივნისი. 2017. 01:10


 

ტაბის ვარსკვლავის სინათლის უცნაური ჩაბნელებები ასტრონომებს 2015 წლიდან უჩენს თავსატეხს. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, არსებობს გარკვეული შანსი, რომ მის შუქს არამიწიერი ცივილიზაციის მიერ აგებული მეგასტრუქტურა ბლოკავდეს. 


ახლახან, ექსპერტებმა წარმოადგინეს ახალი ახსნა, რომელიც არამიწიერ არსებათა ტექნოლოგიებს გამორიცხავს; მათი ვარაუდით, ყველაფრის მიზეზი იუპიტერზე ხუთჯერ დიდი, რგოლებიანი პლანეტაა.


ესპანეთის ვალენსიისა და კანტაბრიის უნივერსიტეტის ასტრონომებმა შექმნეს გიგანტური პლანეტის მოდელი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ იგი ნამდვილად გამოიწვევდა სინათლის გარკვეულ მერყეობას თუკი პლანეტის რგოლები დახრილი იქნებოდა. 


ჯგუფის განცხადებით, მეცნიერთა მიერ დაფიქსირებული სხვა ჩაბნელებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ასტეროიდებით.


თუკი ეს ჰიპოთეზა მართალია, შემდეგ ჩაბნელებას 2021 წელს ვიხილავთ, რაც გამოწვეული იქნება ასტეროიდთა მეორე ღრუბლით , რადგან გროვები ტრადიციულად წყვილებად მოძრაობენ; შესაბამისად, საჭიროა ამ ვარსკვლავისკენ ტელესკოპები მუდმივად იყოს მომართული.

 

„ჩვენი მიზანია ამ პრობლემის შედარებით ბუნებრივი გზით გადაწყვეტა; ვიშველიებთ წარსულში დაკვირვებულ მოვლენას, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბისას ან უფრო მასიურს", -წერენ დოკუმენტში ასტრონომები.


ტაბის ვარსკვლავი, რომლის ტექნიკური სახელწოდებაც KIC 8462852-ია, ჩვენს მზეზე უფრო დიდი და ცხელია, მდებარეობს დედამიწიდან 1500 წინათლის წლის მანძილზე, ირმის ნახტომში, გედისა და ქნარის თანავარსკვლავედებს შორის. 


მისი არსებობის შესახებ 2009 წლიდან ვიცით, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ეს ვარსკვლავი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული გახდა სხვა ვარსკვლავებს შორის მას შემდეგ, რაც ასტრონომებმა მის შუქში არარეგულარული და ხშირი ჩაბნელებები შენიშნეს.


მას შემდეგ, ვარსკვლავის მიერ გამოყოფილ შუქში კიდევ უფრო მეტი მერყეობა შენიშნეს, მათ შორის გასულ თვეშიც. ახალი ჰიპოთეზის ავტორი მკვლევრების განცხადებით, ასეთი განსაკუთრებული ჩაბნელების მიზეზი შესაძლოა იყოს გიგანტური პლანეტის ჩავლა ვარსკვლავის წინ.


ეს საკმაოდ ჩააბნელებდა სისტემიდან წამოსულ სინათლეს ისე, რომ შეუმჩნეველი დარჩებოდა თავად პლანეტა.


2016 წლის კვლევის მიხედვით, თუკი გამოვრიცხავთ უცხოპლანეტელთა კოსმოსურ ხომალდებსა და იუპიტერზე ხუთჯერ დიდ პლანეტას, ჩაბნებელის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა კოსმოსური ნაგავი იყოს.


აღნიშნული კვლევა ავითარებს მოსაზრებას, რომ ჩაბნელება შესაძლოა გამოწვეული იყოს ჩვენსა და ტაბის ვარსკვლავს შორის, იმავე ხაზზე მდებარე სხვა ვარსკვლავითა და კოსმოსური აურზაურის გაურკვეველი ფორმით.


ამ ეტაპზე, რგოლებიანი პლანეტისა და ასტეროიდების იდეა მხოლოდ ჰიპოთეზაა და ჯერ არც გადახედილა, არც რეფერენცირეფულ ჟურნალში გამოქვეყნებულა. ავტორებმა დოკუმენტი ვებსაიტ arXiv.org-ზე განათავსეს და უკუკავშირს ელიან ფართო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან.


ზოგიერთი მეცნიერი ამ მოსაზრებას უკვე არ ეთანხმება. კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევრის, დევიდ კიპინგის განცხადებით, უდიდესი პრობლემაა მოდელების მასშტაბები.

 

„მისასალმებელია, რომ ვიჩენთ შემოქმედობითობას და იქნებ ამ თეორიის გარკვეული ნაწილი საბოლოო პასუხსაც შეიცავდეს, მაგრამ ამ გამოსავლის მიმართ მე სრულიას სკეპტიკური ვარ", -უთხრა კიპინგმა New Scientist-ს.


კვლევის ავტორებს სკეპტიციზმი ხელს არ უშლის და როგორც აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰიპოთეზას მართლაც აქვს გარკვეული ხარვეზები, იგი დიდწილად მაინც არსებულ მონაცემებს ეყრდნობა.


„როგორიც არ უნდა იყოს ამ გამოცანის პასუხი, ნამდვილად იქნება ამაღელვებელი", - უთხრა New Scientist-ს ერთ-ერთმა ავტორმა ალბერტო ფერნანდო-სოტომ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი