logo_geo
11 ახალი ფაქტი, რომელიც მეცნიერებამ ადამიანის ორგანიზმის შესახებ გამოავლინა
- +

7 ივნისი. 2017. 01:13



1. ადამიანის სიკვდილის შემდეგ, ოთხი დღის მანძილზე ცოცხალი რჩება და ფუნქციონირებს ასობით გენი. მარტში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ტვინმა აქტივობა შეინარჩუნა სიკვდილიდან 10 წუთის განმავლობაში; სავარაუდოა, რომ სიკვდილი იმ სახით, როგორც ჩვენ ვიცით, ჯერ კიდევ ინარჩუნებს სიცოცხლის გარკვეულ, უცნაურ ნიშნებს.


2. სიარულის დროს, ღვიძლი ზომაში თითქმის ნახევრით იზრდება. ახალი კვლევის მიხედვით, ღვიძლს აქვს უნარი, დღის მანძილზე დაახლოებით 50%-ით გაიზარდოს, ღამით კი თავდაპირველ ზომას დაუბრუნდეს. ის ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ორგანია, რომელსაც მსგავსი რამ ახასიათებს.


3. საბოლოოდ გაირკვა ეგზემის (კანის დაავადება) გამომწვევი მიზეზები. მეცნიერებმა გამოავლინეს ცილებისა და მოლეკულების კვალი, რომელიც კანის ამ აუტანელ პრობლემას იწვევს. დადგინდა, რომ ამ დაავადებაში ერთადერთი დამნაშავე სულაც არაა ცილა ფლაგრინი.


4. ვცდებოდით, როდესაც მიგვაჩნდა, რომ სათესლე ჯირკვლები იმუნურ სისტემასთან იყო დაკავშირებული. მკვლევრაბმა აღმოაჩინეს „ძალიან პატარა კარი", რომელიც სათესლე ჯირკვლებს საშუალებას აძლევს იმუნურ სისტემას გაუგზავნონ ცალმხრივი სიგნალები, რაც ხსნის თუ რატომ არის ზოგიერთი მამაკაცი უნაყოფო და რატომ არის კიბოს საწინააღმდეგო მრავალი ვაქცინა წარუმატებელი.


5. სიმელოტე და გაჭაღარავება ერთმანეთთან კავშირშია; პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მათი გამომწვევი უჯრედები გამოავლინეს.


6. აღმოაჩინეს ადამიანის სხეულის სრულიად ახალი ორგანო. საჭმლის მომნელებელ სისტემაში აღმოჩენილი ახალი ორგანო ჯორჯალის სახელითაა ცნობილი და დიდი ხნის მანძილზე მიაჩნდათ, რომ იგი შედგებოდა ფრაგმენტირებული, განცალკევებული სტრუქტურებისგან. თუმცა, როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, სინამდვილეში იგი ერთი, სრული ორგანოა.


7. აღმოჩენილია ფილტვების სრულიად ახალი, მოულოდნელი ფუნქცია. როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ფილტვებით არა მხოლოდ ვსუნთქავთ, არამედ ისინი გადამწყვეტ როლს თამაშობს სისხლის წარმოებაშიც - ფილტვები საათში წარმოქმნის დაახლოებით 10 მილიონ თრომბოციტს (სისხლის ციცქნა უჯრედები).


8. თქვენი აპენდიქსი (ე. წ. ბრმა ნაწლავი) შესაძლოა სულაც არ იყოს ევოლუციურად უსარგებლო, დამატებითი ორგანო. სიბრძნის კბილისგან განსხვავებით, აპენდიქსი სავარაუდოდ ძალიან მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ფუნქციას ასრულებს და ჩვენი სახეობა მასზე უარის სათქმელად ჯერ მზად არაა. 


9. ტვინი პირდაპირ იწყებს საკუთარი თავის შეჭმას, როცა არ ჰყოფნის ძილი. ქრონიკული ძილნაკლულობა განაპირობებს „მოსუფთავების" პროცესს, რაც როგორც წესი, მაშინ მიმდინარეობს, როცა ჩვენ ძილის ხარჯზე ჰიპერაქტიურნი ვართ; ეს ტვინს აიძულებს მოასუფთაოს ნეირონებისა და სინაპტიკური შეერთებების უზარმაზარი ნაწილი.

 

10. ნეირომეცნიერებმა ადამიანის თავის ტვინის ნათხემის სრულიად ახალი როლი აღმოაჩინეს.


დიდი ხნის განმავლობაში, მიჩნეული იყო, რომ ნათხემის ფუნქციონირება დიდწილად ცნობიერების სამეფოს მიღმა შემოიფარგლებოდა, განაგებდა ძირითად ფიზიკურ აქტივობებს, მაგალითად დგომას და სუნთქვას, თუმცა აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ის გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის ქცევაში.


11. ჩვენს ნაწლავებში არსებული ბაქტერია ზიანს გვაყენებს იმ გზით, რომლითაც ვერასოდეს წარმოვიდგენდით.


ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ისეთი ნეოროდეგენერაციული დაავადებები, როგორიცაა პარკინსონი, შესაძლოა სინამდვილეში სწორედ ნაწლავებში იწყება და არა ტვინში; არსებობს მტკიცებულებაც, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ადამიანის მიკრობიომი იყოს.


ნაწლავის ბაქტერიამ გამოავლინა ნიშნები, რომ იგი აკონტროლებს ჩვენს მადას, ცვლის ტვინის სტრუქტურას და იწვევს ტვინის დაზიანებებს, რომლებიც შემდეგ განაპირობებს სხვადასხვა შეტევებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი