logo_geo
ყველაზე სახიფათო სოკო მსოფლიოში
- +

7 ივნისი. 2017. 21:34


ისინი სწრაფად ჩნდება ძლიერი წვიმის შემდეგ დაბლობებსა და ტყეებში; ერთი შეხედვით, მპოვნელს შესაძლოა ის უსაფრთხო ეგონოს, გემრიელი საჭმლის მომზადებაც მოინდომოს და ასეც მოიქცეს. როგორც ამბობენ, სოკო „სიკვდილის ქუდი" მართლაც გემრიელია.


აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალ ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში, 14-მა ადამიანმა ეს სოკო amanita phalloides-ი დააგემოვნა.


ძლიერი გულისრევა. რამდენიმე დღის შემდეგ, სოკოს ძლიერმა შხამმა გაანადგურა ღვიძლი.


ზოგიერთი მსხვერპლი შედარებით ადვილად გადარჩა. მათ შორის ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაც ჰალუცინაციები დაეწყოთ, შემდეგ კი საავადმყოფოში კუჭი ამოურეცხეს; ეს ერთადერთი საშუალებაა სოკო amanita phalloides-ის შხამის წინააღმდეგ. 


ანგარიშის მიხედვით, სამ ადამიანს, რომლებმაც სოკო შეჭამეს, ესაჭიროებათ ღვიძლის გადანერგვა. ერთ-ერთ მათგანს, 18 თვის გოგონას, მიღებული აქვს სამუდამო ნეიროლოგიური დაზიანება. 


კალიფორნიაში მომხდარი ამ იცნიდენტის შედეგად, 14 ადამიანიდან არავინ მომკვდარა, ისინი უბრალოდ იღბლიანები აღმოჩნდნენ. აშშ-ის დაავადებებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, „სიკვდილის ქუდი" მთელ მსოფლიოში იზრდება და მისი შეჭმის შემდეგ, შემთხვევათა 90% ფატალურად სრულდება.


სოკო, რომელიც ერთი შეხედვით უწყინარ, საკვებ სახეობას ჰგავს, ყველა კონტინენტზე იზრდება ანტარქტიდის გარდა.


დიდი, ულამაზესი და გემრიელი სოკოებია, მაგრამ მომაკვდინებელი. შეიცავს შხამებს, რომლებიც სამზარეულში მომზადებისასაც არ იშლება", - წერს ჩრდილოეთ ამერიკის მიოლოგისტთა ასოციაცია.


კალიფორნიაში დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე საზარელი შემთხვევის დროს, ახალგაზრდა ქალმა მთაში შეგროვილი სოკო უცნობი კაცისგან შეიძინა, სადილი მოამზადა და საკუთარ ოჯახსა და სტუმრებს გაუმასპინძლდა.  კერძი გაასინჯა თავის ჩვილ გოგონასაც. 


რამდენიმე საათში, ყველა მათგანს გულისრევა და დიარეა დაეწყო. პორტალ Slate-ს ცნობით, ეს სოკო ყვეალზე მეტად სახიფათოა ღვიძლისთვის; სოკოს შხამი ამ ორგანოს რამდენიმე დღეში უჩუმრად ანადგურებს.


თავად ქალი, მისი ქმარი, და, ქალიშვილი და მეგობრები საავადმყოფოში ინტრავენური ჰიდრატაციის შედეგად გამოჯანმრთელდნენ; ამ მეთოდით, შხამი სისტემიდან გამოიდევნება.


თუმცა, მკურნალობის ეს საშუალება ყოველთვის ეფექტიანი არაა. საავადმყოფოს დატოვებამდე, ქალის დას ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება.


აშშ-ის დაავადებებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის  ცნობით, 18 თვის გოგონას თავის ტვინის სიმსივნე განუვითარდა და სამუდამო ნეიროლოგიური ტრავმა მიიღო.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი