logo_geo
ჩვენ ყველა გიგანტურ კოსმოსურ სიცარიელეში ვცხოვრობთ - ახალი კვლევა
- +

9 ივნისი. 2017. 23:40


ამჟამად, ხელთ გვაქვს კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ ჩვენი გალაქტიკა უზარმაზარი სიცარიელის შიგნით მდებარეობს, რაც შეიძლება დაგვეხმაროს საბოლოოდ გადავჭრათ სამყაროს გაფართოების მაჩვენებელთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება. 


ახალი კვლევა ეწინააღმდეგება ძირითად ვარაუდს კოსმოსში ჩვენი ადგილის განსაკუთრებულობასთან დაკავშირებით და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ჩვენ განთავსებულნი ვართ ზონაში, რომელიც შესაძლოა სამყაროში ცნობილი უდიდესი სიცარიელე იყოს.


ეს ვარაუდი ემყარება კოსმოლოგიურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, სივრცეში მატერიის გადანაწილება შედარებითია მაშინაც კი, როდესაც მას საკმარისად დიდი მანძილიდან ვუყურებთ - ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც რამეს ვეძებთ, ჩვენი პრესპექტივა სამყაროში, არ უნდა მივიჩინიოთ განსაკუთრებით უნიკალურად.


250 მილიონ სინათლის წელზე მეტ მასშტაბებში, როგორც წესი, ეს სიმართლეა, მაგრამ რაღაც მომენტში, სამყარო პატარა ჩანს, ე. წ. შვეიცარული ყველის მოდელის მსგავსი.


ხვრელები (ან სიცარიელეები) მატერიის გადანაწილებაში შესაძლოა არსებობდეს სხვადასხვა მასშტაბით, დაწყებული გალაქტიკათა შუაგულში არსებული ნაპრალითებით, დამთავრებული სიცარიელეთა მთელი კრებულით, რომელსაც სამყაროს ფონურ რადიაციაში 1,8 მილიარდი სინათლის წლის სიგანის „ცივი ლაქის" ფორმა აქვს.


ბნელი მატერიის კონცეფციით, სამყაროს ამჟამინდელი სურათი არის გრძელი ძაფებით ერთმანეთთან დაკავშირებული გალაქტიკათგროვები ბუშტებთან ერთად, რომელთა შორის ნაკლები მატერიაა.


მოსაზრება, რომ ირმის ნახტომი სადღაც, კოსმოსურ უბეში მდებარეობს და არა კოსმოსის ურბანულ ცენტრში, 2012 წელს წამოაყეს ასტრონომებმა - რაიან კინანმა, ემი ბარგერმა და ლენოქს კოუიმ. ამ უბეს მათ KBC სიცარიელე უწოდეს.


მათი გათვლებით, სიცარიელე საკმაოდ დიდი უნდა იყოს, 1 მილიარდი სინათლის წლის სიგანის - შვიდჯერ უფრო დიდი საშუალო კოსმოსურ ხვრელზე; შედეგად, ის უნდა იყოს ჩვენთვის ცნობილი უდიდესი სიცარიელე სამყაროში.


ბარგერის ერთ-ერთმა სტუდენტმა, ბენ ჰოშეიტმა ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტიდან, მის წინა კვლევას გადახედა და დაადგინა, რომ ადრეული სამყაროს სტრუქტურაში არსებული სახესხვაობები ჯერ კიდევ ემთხვევა მათ დაკვირვებებს.


„ბენმა აჩვენა, რომ კინანის მიერ დადგენილი სიმჭიდროვის პროფილი შეთავსებადია კოსმოლოგიურად დაკვირვებადებთან", - ამბობს ემი ბარგერი, ჰავაის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტის მკვლევარი.


ეს თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია - ფაქტი, რომ ჩვენ სავარაუდოდ სიცარიელეში ვართ განთავსებული, უბრალოდ საინტერესო წვრილმანი არაა, იგი გავლენას ახდენს თუ როგორ განვსაზღვრავთ ჩვენ მნიშვნელოვან კოსმოლოგიურ ფაქტორს.


ჰაბლის მუდმივა არის ციფრი, რომელიც აღწერს თუ როგორ ფართოვდება სამყარო, შეფასებას აკეთებს შორეული ობიექტიდან მომდინარე სინათლის გაზომვის გზით და ყურადღებას აქცევს თუ რამდენად შორს არიან ეს ობიექტები.


მიუხედავად იმისა, რომ უკვე საუკუნეზე მეტია ვიცით სამყაროს გაფართოების შესახებ, ბოლო ათწლეულებში, მუდმივას შესახებ ჩატარებული სხვადასხვა გათვლებით გაჩნდა მოსაზრება, რომ გაფართოების მაჩვენებელი ადრეულ სამყაროში უფრო დაბალი იყო.


„მნიშვნელობა არ აქვს, რა ტექნიკას იყენებთ, სამყაროს გაფართოების იგივე მაჩვენებელი უნდა მიიღოთ დღესაც", - ამბობს ჰოშეიტი.


ეს ციფრები ემყარება კოსმოლოგიურ პრინციპს, შესაბამისად, თუკი რაიმე მცირედით განსხვავებულია სამყაროში ჩვენს ადგილთან დაკავშირებით, ალბათ ეს სხვაობა მხედველობაში უნდა მივიღოთ.


მაგალითად, ერთ-ერთი მუდმივა, რომელიც ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გაზომა, ეყრდნობა ახალომდებარე გალაქტიკებში სუპერნოვათა აფეთქებებს და ენერგიის პროგნოზირებად ოდენობას.


გაზომვის ეს სისტემა კოსმოსური მიკროტალღური ფონის ნაცვლად იყენებს პლანკის ობსერვატორიის მიერ შეგროვილ მონაცემებს.


სხვაობის შესახებ არსებული ერთ-ერთი ინტერპრეტაციით, გაფართოების მაჩვენებელი სამყაროს ახალგაზრდობისას უფრო ნელი იყო, ამჟამად კი იგი უფრო სწრაფად ფართოვდება.


მიჩნეულია, რომ კოსმოსურ მიკროტალღურ ფონში არსებული მინიმალური განსხვავებები სრულდება სამყაროს ფართომასშაბიანი სტრუქტირებით, მათ შორის გალაქტიკათგროვებითა და გარშემორტყმული შედარებით ცარიელი სივრცეებით. ეს ის ციცქნა, ახალგაზრდა ბუშტებია, რომელთაც ჰოშეიტი ეძებდა. 


„კოსმოსური მიკროტალღური ფონის ფოტონები ააშკარავებს ძალიან ადრეული სამყაროს ჩვილ სურათს.


მაგრამ სინამდვილეში, ეს ციცქნა ტემპერატურული სხვაობები ზუსტად ისაა, რაც საშუალებას გვაძლევს ამ ტექნიკის გზით დასკვნები გავაკეთოთ ჰაბლის მუდმივასთან დაკავშირებით" - აღნიშნავს ჰოშეიტი.


საკუთარი აღმოჩენები ჰოშეიტმა ახლახან, ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების შეხევდრაზე წარმოადგინა და შესაბამისად, ის ჯერ გადახედილი არაა. 


ნებისმიერ შემთხვევაში, ჰოშეიტის შრომა აჩვენებს, რომ არ არსებობს არანაირი დაკვირვების მონაცემები, რომელიც დაგვარწმუნებდა, რომ სიცარიელის ჰიპოთეზა მცდარია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი